კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 98:
 
=== 1975-1979 ===
 
საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის მოგვარებისათვის ახალ გამოსავალს ეძებდა და [[1975]] წელს, გაეროს გენერალური მდივნის კურტ ვალდჰაიმის ინიციატივით, კლერიდისსა და დენქთაშს შორის, ვენის ფორმატის სახელით ცნობილი მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებები, [[1977]] წლამდე გაგრძელდა და მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსის ორ ნაწილიან ფედერაციად დაყოფასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეულ იქნა და, სტატუს-კვო უცვლელი დარჩა. [[1977]] წელს გარდაიცვალა მაკარიოსი და კვიპროსის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრი სპიროს კიპრიანუ გახდა.
 
[[1979]] წელს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და კანადის ერთობლივი ძალისხმევით, კვიპროსის კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი გეგმა შემუშავდა, რომელიც ABC-ს - ამერიკულ-ბრიტანულ-კანადური გეგმის სახელით იყო ცნობილი. გეგმა ითვალისწინებდა ორი ზონისაგან შემდგარ, ორეროვან ფედერაციას, ძლიერი ცენტრალური ხელისუფლებით. გეგმა უარყოფილ იქნა როგორც კვიპროსის, ისე თურქეთის ხელისუფლებების მიერ.
 
[[1979]] წლის მაისში, კურტ ვალდჰაიმი ეწვია კვიპროსს და მოახერხა ათი პუნქტისაგან შემდგარი გეგმის შედგენა, რის საფუძველზეც ნიქოზიაში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ ფედერაციის ეთნიკურ აგებულებაზე, ასევე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება თურქეთის კონტროლის ქვეშ მოქცეულ სამხრეთ ფამაგუსტას - ვაროშას შესახებ, რომელიც როგორც პოპულარული ტურისტული ზონა, მნიშვნელოვანი ტერიტორია იყო ბერძნებისათვის. თურქებმა ნებისმიერი ტერიტორიული კომპრომისი უარყვეს და შედეგად, ვაროშა 40 წელზე მეტხანს მიტოვებულ ტერიტორიად დარჩა და მხოლოდ [[2019]] წელს ჩრდილოეთ კვიპროსის ადმინისტრაციამ პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო მის გასახსნელად.
 
=== კვიპროსის თურქული ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ===
=== 1988-1994: მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი ===