კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
==== კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობები აჩესონის გეგმის შემდეგ ====
 
ჩესონის და პლასას წარუმატებლობის შემდეგ, [[გაერო|გაერომ]] ამჯერად გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კარლოს ბერნადესის საშუალებით სცადა დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტუაციის განმუხტვა, თუმცა მისი ეს მისია, პირველ რიგში საბერძნეთში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო, წარუმატებლად დასრულდა.
 
1967 წელს, საბერძნეთში არსებული პოლიტიკური კრიზისი სამხედრო გადატრიალებით დასრულდა და ქვეყნის სათავეში მოვიდა [[შავი პოლკოვნიკები|„შავი პოლკოვნიკების“]] მეტსახელით ცნობილი სამხედრო რეჟიმი, რომელიც კვიპროსის საკითხში მაკარიოსის პოლიტიკას უარყოფითად უყურებდა და სიმპათიით იყო განწყობილი გრივასისადმი. რამდენიმე თვის შემდეგ კვიპროსი კვლავ სერიოზული შეიარაღებული შეტაკებების ასპარეზად იქცა. საბოლოოდ, თურქეთის ინტერვენციის რისკის საგანგაშო დონეზე გაზრდის შემდეგ, ბერძნები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ და „ეოკას“ ლიდერი გრივასი ათენში გაეწვიათ.
 
1968 წელს, კვიპროსელ თურქებს და ბერძნებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, 1968-70 წლებს შორის ოთხი რაუნდი გაიმართა და რომლებსაც, მაკარიოსის და ფაზილ ქუჩუქის ნაცვლად, ბერძნული მხრიდან [[გლაფკოს კლირიდისი|გლაფკოს კლერიდისი]], ხოლო თურქული მხრიდან რაუფ დენქთაში წარმართავდნენ. მოლაპარაკებების მიზანი თურქი კვიპროსელების პოლიტიკური სტატუსის, ვიცე პრეზიდენტის ვეტოს უფლების და ადგილობრივი ხელისუფლებების უფლებების საკითხების გადაწყვეტა იყო, თუმცა საბოლოოდ, ეს მოლაპარაკებებიც უშედეგოდ დასრულდა. მაკარიოსი ყოყმანობდა, ხოლო ათენის ხელისუფლება ღიად ეწინააღმდეგებოდა თურქებისათვის რაიმე სახის დათმობას და 1971 წელს, გრივასის დაბრუნებასთან და ეოკა-ბ-ს ჩამოყალიბებასთან ერთად, მოლაპარაკებების ეს ეტაპი საბოლოო წარუმატებლობით დასრულდა.
 
==== 1974 წლის სამხედრო გადატრიალება და თურქეთის სამხედრო ინტერვენცია ====
 
საბერძნეთში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მაკარიოსის და საბერძნეთის ხელისუფლებას შორის არსებული ურთიერთობებიც საკმაოდ დაიძაბა. საბერძნეთის ხელისუფლება ცდილობდა განემტკიცებინა კონტროლი კვიპროსზე, რასაც მაკარიოსი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. კვიპროსელ ბერძნებს შორის პოპულარული მაკარიოსის პოლიტიკური გზით ჩამოშორება საბერძნეთის ხელისუფლებისათვის საკმაოდ რთული იყო, ამიტომაც, მაკარიოსზე რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა, რომლებსაც იგი უვნებლად გადაურჩა. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა [[1973]] წელს, როდესაც საბერძნეთის ფაქტობრივი მმართველი, რადიკალური შეხედულებების მქონე ბრიგადის გენერალი დიმიტრიოს იოანიდისი გახდა, რომელიც თვლიდა, რომ მაკარიოსი საბერძნეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. იოანიდისის ბრძანებით, [[1974]] წლის 15 ივლისს, კვიპროსის ეროვნული გვარდიის პრო-ბერძნულმა ნაწილებმა შეტევა მიიტანეს კვიპროსის საპრეზიდენტო რეზიდენციაზე, მაკარიოსმა ბრიტანეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და ქვეყნის დატოვება მოახერხა, კვიპროსის პრეზიდენტად ენოზის მომხრე, ეოკა-ბ-ს წევრი ნიკოს სამპსონი გამოცხადდა. დაიწყო მაკარიოსის მომხრეების დევნა, ხოლო თურქი კვიპროსელები მკვეთრად უარყოფითად შეხვდნენ ანტითურქული შეხედულებებით ცნობილი სამპსონის გაპრეზიდენტებას.
 
თურქეთის ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრ ბულენთ ეჯევითის მეთაურობით, თავდაპირველად, როგორც კვიპროსის დამოუკიდებლობის ერთ-ერთ გარანტორს, მოუწოდა დიდ ბრიტანეთს მონაწილეობა მიეღო ერთობლივი სამშვიდობო ოპერაციის ორგანიზებაში, თუმცა უშედეგოდ. შედეგად, თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად დაეწყო სამხედრო ოპერაცია და [[1974]] წლის 20 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალები კვიპროსზე გადავიდნენ. თურქეთმა კვიპროსის ჩრდილოეთით, კუნძულის ნაწილი დაიკავა და იქ სამხედრო პლაცდარმი ჩამოაყალიბა. 23 ივლისს ათენში სამხედრო მმართველობა დაემხო, მას მიჰყვა სამპსონის ხელისუფლებაც. გლავკოს კლერიდისი კვიპროსის დროებითი პრეზიდენტი გახდა. თურქეთის ხელისუფლებამ, სტრატეგიული მიზნის მიღწევის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა.
 
25 ივლისს ჟენევაში დაიწყო სამმხრივი მოლაპარაკებები საბერძნეთის,თურქეთის და [[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] მონაწილეობით. თურქები მოითხოვდნენ, რომ [[კვიპროსელი თურქები|კვიპროსელ თურქებს]] გადასცემოდათ კონტროლი კუნძულის 36%-ზე და შექმნილიყო ფედერაციული სახელმწიფო მკაფიოდ განსაზღვრული ტერიტორიული დაყოფით. ეს მოთხოვნა უარყო მაკარიოსმა, ყოყმანობდა გლავკოს კლერიდისიც. შედეგად, 8 აგვისტოს თურქეთმა დაიწყო ოპერაციის მეორე ეტაპი და კვიპროსის ტერიტორიის 36% პროცენტი დაიკავა. კუნძულის სამხრეთში მცხოვრები თურქები და ჩრდილოეთში მცხოვრები ბერძნები დევნილებად იქცნენ. კუნძული გაეროს ბუფერული ზონით - ე.წ. მწვანე ხაზით ორად გაიყო. 200 000 [[ბერძენი]] და 65 000 [[თურქი]] დევნილად იქცა. ბევრი კვიპროსელიც ემიგრაციაში წავიდა.
 
=== დაყოფილი კუნძული 1974 – 1997 ===
 
ჟენევის კონფერენციამ შედეგი ვერ გამოიღო. თურქეთი, რომელმაც სამხედრო ძალის გამოყენებით კუნძულზე ახალი რეალობა შექმნა, კანტონების სისტემაზე დაფუძნებულ ფედერაციას ითხოვდა, რასაც ბერძნები, ბრიტანელები და ამერიკელები ეწინააღმდეგებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული მხარე გარკვეულ დროს ითხოვდა თურქების მოთხოვნის განსახილად, თურქებმა თხოვნები უარყვეს და სამხედრო ძალის გამოყენებით დაიკავეს კუნძულის 36 პროცენტი ანუ დაახლოებით ის ტერიტორია, რასაც ისინი კვიპროსის თურქული მოსახლეობის ავტონომიური ტერიტორიისათვის მოითხოვდნენ. ტაქსიმი ანუ კუნძულის ფაქტობრივი დაყოფა განხორციელდა.
 
=== 1975-1979 ===
=== კვიპროსის თურქული ნაწილის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ===
277

რედაქტირება