ფედერაციული სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 69:
[[ავსტრია|ავსტრიაში]] სახელმწიფო მოწყობის ფედერაციული ფორმა, [[1920]] წელს მიღებული კონსტიტუციით შემოიღეს. კონსტიტუციის თანახმად, ავსტრიის რესპუბლიკა შედგება დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულების მიწებისაგან, რომლებსაც არ გააჩნიათ სეცესიის უფლება. ავსტრიის ადმინისტრაციული ერთეულებს - მიწებს აქვთ საკუთარი კონსტიტუცია, პარლამენტი და მთავრობა.
====გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა====
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში, სახელმწიფო მოწყობის ფედერაციული ფორმა, შემოღებული იქნა [[1949]] წელს მიღებული კონსტიტუციით. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყოფა 16 ფედერაციულ მხარედ - მიწად. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევს ფედერალური კრება. ფედერალური კრების შემადგენლობაში შედიან ფედერალური პარლამენტის (ბუნდესტაგის) დეპუტატები და ფედერაციის სუბიექტების - მიწების წარმომადგენლები.
 
ხაზი 76:
ფედერალური (ცენტრალური) ხელისუფლების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება თავდაცვის, უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, ფინანსური, სატრანსპორტო, საგადასახადო საკითხების მოწესრიგება და გადაწყვეტა, თუმცა აღნიშნული მიმართულებით გერმანიის ფედერაციის სუბიექტებსაც ფართო უფლებამოსილებები გააჩნიათ.
 
=====ამერიკის შეერთებული შტატები=====
[[ამერიკის შეერთებული შტატები]] ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებიც არიან 50 [[შტატი]], ერთი ფედერალური ოლქი და დამოკიდებული ტერიტორიები. ამერიკის შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს, ფედერაციისათვის დამახასიათებელი, ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო - [[კონგრესი (აშშ)|კონგრესი]]. კონგრესის ზედა პალატის - სენატის შემადგენლობაში შედიან ფედერაციის სუბიექტების - შტატების წარმომადგენლები, ხოლო ქვედა პალატის ფორმირება ხდება მაჟორიტარული არჩევნების გზით. შტატში უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელია გუბერნატორი, რომელიც აირჩევა ადგილობრივ დონეზე ჩატარებული საყოველთაო არჩევნების გზით.
ცენტრალური (ფედერალური) ხელისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილებებს განეკუთვნება: ფულადი ნომინალის გამოშვება, არმიისა და ფლოტის ფორმირება, საყოველთაო გადასახადების შემოღება და აკრეფა, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები.
ხაზი 83:
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული არ არის სახელმწიფო ენის საკითხი.
 
======ბელგიის სამეფო======
ბელგიის სამეფო მეოცე საუკუნის ბოლოს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმებამდე, სახელმწიფო მოწყობის ფორმის მხრივ, უნიტარულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. დღეის მდგომარეობით ბელგიის სამეფო, მისი კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციური მონარქიის პირობებში არსებული ფედერალური საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყანაა.
ბელგიის სამეფო, ფედერაციად ჩამოყალიბდა ნაციონალური პრინციპის საფუძველზე და შედგება სამი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულის - რეგიონისგან: [[ბრიუსელი]], ვალონია და [[ფლანდრია]]. აღნიშნული რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფიან.
ხაზი 92:
 
ბელგიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი საზოგადოების კომპენტენციას კი განეკეუთვნება ისეთი საკითხების რეგულირება როგორებიცაა კულტურა, განათლება და სხვადასხვა სოციალური საკითხები.
სახელმწიფო მოწყობის ფედერაციული ფორმის შესაბამისად, ბელგიის სამეფოს ფედერაციის სუბიექტებს, ჰყავთ საკუთარი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისფლება. ფედერალურ (ცენტრალურ) დონეზე კი უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ორპალატიანი პარლამენტი, რომელიც შედგება სენატის და წარმომადგენელთა პალატისაგან.
 
==ფედერაციული სახელმწიფოების ჩამონათვალი==