კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== წინაპირობები ==
პოლიტიკურ სტატუსთან. კვიპროსის კონფლიქტი, თანამედროვე სახით, იწყება 1878 წელს, [[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] მიერ კვიპროსის დაპყრობით. თავდაპირველად, კონფლიქტს კვიპროსის პოლიტიკურ მომავალის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის ფორმა ჰქონდა,1 თუმცა მოგვიანებით იგი კუნძულის თურქ და ბერძენ მოსახლეობას შორის პოლიტიკურ და შეიარაღებულ, ეთნიკურ დაპირისპირებად გარდაიქმნა.
კვიპროსის ბერძენ და თურქ მოსახლეობას შორის არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო გაართულა იმ ფაქტმა, რომ 1959 წელს, ციურიხ-ლონდონის შეთანხმებით, კუნძულის პოლიტიკურ სტატუსს - ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელ და ერთიან სახელმწიფოს, ჰყავდა გარანტორები - [[თურქეთი]], [[საბერძნეთი]] და [[დიდი ბრიტანეთი]]. სამი გარანტორიდან ორს - თურქეთი და საბერძნეთი, მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე, დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
კონფლიქტი, დღევანდელ ფაზაში შევიდა 1974 წელს, როდესაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს კვიპროსის ტერიტორიის ერთი მესამედი კუნძულის ჩრდილოეთში და იქ, მოგვიანებით [[ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა]] ჩამოაყალიბეს, რომლის დამოუკიდებლობასაც დღემდე მხოლოდ თურქეთი აღიარებს. საერთაშორისო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კვიპროსი არის თურქეთის არმიის მიერ ოკუპირებული, კვიპროსის რესპუბლიკის კანონიერი ტერიტორია.
 
=== კვიპროსის ისტორია დამოუკიდებლობამდე ===
 
კვიპროსი არის ტერიტორია, რომელიც უძველესი პერიოდიდან დასახლებულია და სხვადასხვა დროს შედიოდა [[ასირი|ასირიული]], [[სპარსეთი|სპარსულ]]ი და [[ეგვიპტე|ეგვიპტური]] სახელმწიფოების საზღვრებში.
ბერძნულენოვანმა ხალხებმა კუნძულზე დასახლება დაახლოებით ჩვ.წ. 1100 წლისთვის დაიწყეს, და ამ თარიღის შემდეგ, კვიპროსი სხვადასხვა დროს შედიოდა
ასურელთა, სპარსელთა, ფარაონული და პტოლემეანთა ეგვიპტის, მაკედონიის და ბოლოს, რომის იმპერიის საზღვრებში. რომის იმპერიის დაშლის შემდეგ კუნძული [[აღმოსავლეთ რომის იმპერია|აღმოსავლეთ რომის იმპერიის]] - ბიზანტიის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა და მას შემდეგ, კუნძულზე, ბერძნები დიდი ხნის მანძილზე დომინანტურ კულტურულ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ.
ისლამი კვიპროსზე პირველად 649 წელს, ომაიანების შემოჭრასთან ერთად გამოჩნდა - [[ომაიანები|ომაიანებმა]] დაიპყრეს კვიპროსი და დაახლოებით 40 წლის განმავლობაში - 688 წლამდე კუნძულს ისინი განაგებდნენ, 688 წელს კი კვიპროსი, არაბულ-ბიზანტიური შეთანხმების საფუძველზე, ამ ორი ძალის მიერ ერთობლივად მართულ ტერიტორიად იქცა, რომლისგან შეკრებილი გადასახადებიც ორ იმპერიას შორის თანაბრად ნაწილდებოდა. მიუხედავად ბიზანტიის მცდელობებისა, ეს სტატუს-ქვო დაახლოებით სამასი წლის განმავლობაში გაგრძელდა და ბიზანტიის იმპერიამ მხოლოდ 965 წელს მოახერხა კვიპროსზე კონტროლის სრულად აღდგენა. 1184 წელს კვიპროსის გუბერნატორი ისააკ ანგელოსი აუჯანყდა ბიზანტიის იმპერიას, თუმცა არეული გეოპოლიტიკური ვითარებით ისარგებლეს ჯვაროსნებმა და 1191 წელს, ინგლისის მეფემ რიჩარდ I-მა, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილე იყო, სტრატეგიული მოსაზრებებით კუნძული დაიკავა. ჯვაროსნების შემოსვლის შედეგად, კუნძულზე კვიპროსის სამეფო შეიქმნა რომელსაც ფრანგული წარმოშობის ლუზინიანთა დინასტია მართავდა. კვიპროსის სამეფომ 1489 წლამდე იარსება. 1489 წელს კვიპროსი ვენეციელების ხელში გადავიდა და მათ განმგებლობაში 1571-1572 წლებამდე, კუნძულის ოსმალეთის მიერ დაპყრობამდე დარჩა. ოსმალეთ-ვენეციის ომების შედეგად [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] კუთვნილებად ქცეულ კუნძულზე, ოსმალეთის მმართველობა მეცხრამეტე საუკუნემდე გაგრძელდა. კვიპროსის თანამედროვე მდგომარეობას საფუძველი 1878 წელს, ბრიტანეთის და ოსმალეთის იმპერიებს შორის დადებული კვიპროსის შეთანხმებით ჩაეყარა - ამ შეთანხმების საფუძველზე, შესაძლო რუსული აგრესიისაგან დაცვის სანაცვლოდ, ოსმალეთის იმპერიამ კვიპროსი, როგორც სტრატეგიული წერტილი, დროებით მართვისათვის ბრიტანეთს გადასცა. ეს მდგომარეობა პირველ მსოფლიო ომამდე - ოსმალეთის იმპერიის ცენტრალური ქვეყნების მხარეს, [[ანტანტა|ანტანტის]] წინააღმდეგ ომში ჩართვამდე გაგრძელდა; 1914 წელს ბრიტანეთის იმპერიამ ოფიციალურად დაიკავა კვიპროსი და იგი ბრიტანეთის კოლონიურ ტერიტორიად გამოაცხადა.
 
=== კვიპროსი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობის პერიოდში (1914 – 1955) ===
 
კვიპროსზე ბრიტანული მმართველობის დამყარებას კუნძულის ბერძნული მოსახლეობა დადებითად შეხვდა. ბერძნების ამ განწყობას განაპირობებდა მათი იმედები, რომ ბრიტანეთი ადრე თუ გვიან დააკმაყოფილებდა მათ სურვილს და კუნძულს საბერძნეთს გადასცემდა. ბერძნების იმედები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც არაერთი აჯანყების და ავტონომიასთან დაკავშირებული ექსპერიმენტის კვალდაკვალ, ხმელთაშუა ზღვის მეორე მნიშვნელოვანი კუნძული ეთნიკურად ბერძნული მოსახლეობით - [[კრეტა]], 1912 წელს [[საბერძნეთი|საბერძნეთის]] ნაწილი გახდა. ბრიტანეთის იმპერიაც, თავის მხრივ, კვიპროსის საბერძნეთისათვის გადაცემის იდეას სერიოზულად განიხილავდა და 1914 წელს, პირველ მსოფლიო ომში ანტანტის მხარეს ჩართვის სანაცვლოდ, საბერძნეთის ხელისუფლებას კვიპროსი პირდაპირ შესთავაზა, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ეს გარიგება ჩაიშალა.
 
მიუხედავად საბერძნეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებებისა, [[პირველი მსოფლიო ომი]] შემდეგ თურქეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, რამაც ძალიან დააზარალა თურქეთის ბერძნული მოსახლეობა, კვიპროსში ძალიან გაძლიერდა - ენოზისის - საბერძნეთთან გაერთიანების იდეა. ენოზისს ბერძნების უმრავლესობა მხარს უჭერდა, თურქების დიდი ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა. კვიპროსელების განწყობების მიუხედავად, როგორც საბერძნეთის,3 ისე თურქეთის4 ხელისუფლებები არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას უჭერდნენ მხარს და ამისათვის ფორმალური ნაბიჯებიც გადადგეს.
მიუხედავად საბერძნეთის და [[თურქეთი|თურქეთის]] ხელისუფლებების პოზიციებისა, ურბანიზებულ კვიპროსში, როგორც თურქულ, ისე ბერძნულ მოსახლეობაში აქტიურად ვრცელდებოდა ნაციონალისტური იდეები, რომლებიც თურქებში [[ქემალიზმი|ქემალიზმის]], ხოლო ბერძნებში ენოზის იდეოლოგიური გავლენით ყალიბდებოდა. კვიპროსის ისტორიაში გარდატეხის წერტილად 1931 წელი იქცა, რამდენიმე წლით ადრე არჩეულ, ბერძენი და თურქი წევრებისაგან შემდგარ პარლამენტში, ბრიტანელი გუბერნატორის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი გადასახადების დროებითი ზრდის შესახებ, ბერძენი და თურქი დეპუტატების ერთობლივი ძალებით იქნა ჩაგდებული, ამის საპასუხოდ, გუბერნატორმა გამოიყენა საკუთარი საგანგებო უფლებები და კანონპროექტი პარლამენტის გვერდის ავლით გაიტანა. გუბერნატორის ამ ნაბიჯს კვიპროსის მოსახლეობის დიდი პროტესტი მოჰყვა, რითაც ისარგებლეს ენოზის მომხრე ბერძნებმა და 1931 წლის 21 ოქტომბერს, ეკლესიის ზარების რეკვით და ბერძნული დროშებით საპროტესტო აქცია მოაწყვეს. საპროტესტო აქციები მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რასაც მსხვერპლი და ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა; ასევე, ამან კუნძულის ბერძნულ მოსახლეობაში ენოზისთან დაკავშირებით შექმნა კონსენსუსი რომელმაც, ამ იდეის ქვეშ გააერთიანა ორი პოლიტიკურად ძალიან განსხვავებული ძალა - კუნძულის მართლმადიდებლური ეკლესია და კვიპროსის კომუნისტური პარტია.
 
მეორე მსოფლიო ომმა კვიპროსის პრობლემა დროებით უკანა პლანზე გადასწია, რამაც ბრიტანეთის ხელისუფლებას მისცა საშუალება ჩაეთვალა რომ კუნძულზე არსებული კონფლიქტი მინავლდა. [[1946]] წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ აღადგინა კუნძულის გარკვეული პოლიტიკური უფლებები და [[1931]] წლის მოვლენების შედეგად გადასახლებულ პოლიტიკურ ფიგურებს კუნძულზე დაბრუნების ნება მისცა. ბერძნულ მოსახლეობაში ენოზისის იდეის პოპულარობის ზრდას, თურქი კვიპროსელების რეაქცია მოჰყვა, რომელთა შორისაც გაჩნდა ტაქსიმის ანუ კვიპროსის ორ - თურქულ და ბერძნულ ნაწილებად დაყოფის იდეა, რაზეც, ეთნიკური ფაქტორის გარდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა თურქეთში მზარდი ანტიკომუნიზმი, რის გაძლიერებას კვიპროსში ხელი შეუწყო იმანაც, რომ ომის შემდგომ კვიპროსში ბერძნული პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე გავლენიანი კომუნისტური - მუშათა პროგრესული პარტია(AKEL) გახლდათ. არანაკლები იყო ანტიკომუნიზმის გავლენა ენოზის მომხრე ბერძნებზეც - იმ პერიოდში საბერძნეთში კომუნისტურ და ანტიკომუნისტურ ძალებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომმა კვიპროსელ ბერძნებზეც მოახდინა გავლენა.
ენოზის მთავარი მხარდამჭერი, კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესია გახლდათ და სწორედ მისი მოთავეობით მოეწყო არაოფიციალური პლებისციტი მხოლოდ კვიპროსელი ბერძნების მონაწილეობით ენოზისთან დაკავშირებით. მანამდე კი, ეთხოვა ბრიტანეთის ხელისუფლებას ნებართვა, რომ კუნძულზე იგივე საკითხზე რეფერენდუმი ჩატარებულიყო, თუმცა ბრიტანეთის მთავრობამ ეს თხოვნა უარყო.9 პლებისციტში გამოყენებული ხმების 95% ენოზის სასარგებლოდ იყო გამოყენებული, რამაც კუნძულის თურქულ მოსახლეობაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოწვია, თურქეთში კი აქტიურად შეუწყო ხელი დისკუსიებს იმ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე რომელსაც კვიპროსს თურქეთისთვის გააჩნდა; დაჩქარდა კვიპროსის თურქული მოსახლეობის მიერ კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაციების ფორმირების პროცესიც - მაგალითად, რეფერენდუმიდან რამდენიმე თვის შემდეგ - 1950 წლის 4 აგვისტოს, სტამბოლში კვიპროსის დაცვის საზოგადოება დაარსდა.10 თავდაპირველი ყოყმანის მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლებამაც, კუნძულზე სიტუაციის დაძაბვასთან ერთად, კვიპროსელი თურქების ღია მხარდაჭერა დაიწყო და 1954 წელს, გაერთიანებული ერების ანსამბლეაზე, საბერძნეთის ინიციატივით ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ, კვიპროსის თემა უკვე თურქეთ-საბერძნეთს შორის არსებულ პრობლემად იქცა.11 თურქმა და ბერძენმა კვიპროსელებმა გასამხედროებული ფორმირებების ჩამოსაყალიბებლად ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს.
 
=== კვიპროსის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ორგანიზაციის და თურქული წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება, 1954-1959 წლების კონფლიქტი ===
 
1940-1950-იანი წლების კვიპროსის პოლიტიკურ სიტუაციაში, კვიპროსის ბერძნული მოსახლეობის დე-ფაქტო ლიდერი კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველი - მთავარეპისკოპოსი [[მაკარიოს III]] გახდა, რომელიც ამ პერიოდში ენოზის მხარდამჭერი იყო და ამ კონტექსტში, თანამშრომლობდა საბერძნეთის არმიის კვიპროსელ ოფიცერ გეორგიოს გრივასთან, ეს თანამშრომლობა არაერთგვაროვანი იყო და მხარეების შეხედულებები ხშირად საკმაოდ განსხვავდებოდა. ბრიტანეთის ხელისუფლების მერყევმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო კვიპროსის ბერძნულ მოსახლეობაში პოლიტიკური სისტემის მიმართ რწმენის დაკარგვას და ამ კონტექსტში, როგორც მაკარიოსმა, ისე გრივასმა აქტიურად დაიწყეს ფიქრი წინააღმდეგობის ახალ, უფრო რადიკალურ მეთოდებზე. გრივასი, პარტიზანულ, ანტიკოლონიურ კამპანიას უჭერდა მხარს, მაკარიოსი კი ბრძოლის ძალადობრივ მეთოდებს სკეპტიკურად უყურებდა და მიუხედავად იმისა, რომ ეთანხმებოდა ბრძოლის რადიკალურ მეთოდებზე გადასვლის აუცილებლობას, თვლიდა რომ ფართო მასშტაბიანი ძალადობა არ იყო მიზანშეწონილი. საბოლოოდ, გრივასმა, ენოზის იდეის განხორციელების მიზნით, კუნძულზე ადრე შეძენილი მხარდამჭერების გამოყენებით, 1955 წელს პარტიზანული ორგანიზაცია [[კვიპროსის გათავისუფლების ეროვნული ორგანიზაცია]] დააარსა და ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა.
 
შეიარაღებული ბრძოლა 1955 წლის 1 აპრილს დაიწყო, ეოკამ ერთდროულად შეტევა მიიტანა კვიპროსის რამდენიმე ქალაქში არსებულ ბრიტანეთის ხელისუფლების კუთვნილ ობიექტებზე, რაც ბრიტანეთის ხელისუფლებისათვის მოულოდნელი იყო, ხოლო კვიპროსელ თურქებს შორის და თურქეთში მკვეთრად უარყოფითი რეაქციების მიზეზი გახლდა; ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ კვიპროსის ბრიტანულ პოლიციაში თურქები უმრავლესობას შეადგენდნენ.
 
თურქეთი და კვიპროსელი თურქების ენოზის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და 1955 წელს, თურქეთში, მანამდე არსებული კვიპროსელი თურქების ორგანიზაციების გაერთიანების შედეგად საზოგადოება „კვიპროსი თურქულია“(Kıbrıs Türktür Cemiyeti) დაარსდა. ხოლო 1957 წელს კვიპროსელმა თურქებმა თავიანთი პარტიზანული ორგანიზაცია თურქული წინააღმდეგობის მოძრაობა (Türk Mukavemet Teşkilatı) დაარსეს. ენოზის საწინააღმდეგოდ, კვიპროსელი თურქები მხარს უჭერდნენ ტაქსიმს ანუ კვიპროსის ეთნიკურ ნიადაგზე ნაწილად დაყოფას.
=== ბრიტანეთის ხელისუფლების რეაქცია და გზა დამოუკიდებლობისაკენ ===
ბრიტანეთის ხელისუფლების პირველი რეაქცია, თურქეთისა და საბერძნეთის დახმარებით, სიტუაციის განმუხტვის მცდელობა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში, [[1958]] წელს, „მესამე გზის“ ანუ დამოუკიდებელი კვიპროსის იდეის გარშემო კონცენტრირდა. ამ პოლიტიკის შედეგად, კუნძულის ბერძნული და თურქული მოსახლეობის მხრიდან მთავარეპისკოპოსმა მაკარიოსმა და ფაზილ ქუჩუქმა ხელი მოაწერეს აქტებს, რომლებიც ციურიხ-ლონდონის შეთანხმების სახელით გახდა ცნობილი. ამგვარად, ბრიტანეთის, [[თურქეთი|თურქეთის]] და [[საბერძნეთი|საბერძნეთის]] გარანტორობით, [[1960]] წელს კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ბრიტანეთმა შეინარჩუნა აკროტირის და დეკელიის სამხედრო ბაზები, კვიპროსზე განთავსდნენ ბერძნული და თურქული სამხედრო კონტიგენტები. ძალაში შევიდა ეთნიკურ ნიადაგზე დაფუძნებული ძალაუფლების გაყოფის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი იქნებოდა ბერძენი, ვიცეპრეზიდენტი თურქი, ორივე ერს ექნებოდა საკუთარი პარლამენტი და ასევე უნდა შექმნილიყო ეროვნული პარლამენტი, რომელიც ორივე ერის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდებოდა. ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს [[მაკარიოსი]], რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა თავის საეკლესიო თანამდებობასთან შეთავსებით და გააგრძელა კვიპროსის ეკლესიის ხელმძღვანელობა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი გახდა ფაზილ ქუჩუქი.
 
=== დამოუკიდებლობის პერიოდი, საკონსტიტუციო და ეთნიკური კონფლიქტი (1960-1974) ===
==== 1963-1964 წლების კრიზისი და ეთნიკური კონფლიქტის გამწვავება ====
 
== ლიტერატურა ==
 
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
277

რედაქტირება