პირველი მსოფლიო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Fixed grammar
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება iOS-აპლიკაციიდან
Fixed grammar
იარლიყები: რედაქტირება მობილურით მობილური აპლიკაციით რედაქტირება რედაქტირება iOS-აპლიკაციიდან
ხაზი 132:
[[23 აგვისტო]]ს პრიტვიცი შეცვალეს [[ჰინდენბურგი, პაულ ფონ|პაულ ფონ ჰინდენბურგით]] ხოლო შტაბის უფროსად დაინიშნა [[ერიხ ლუდენდორფი|ერიხ ფონ ლუდენდორფი]]. გერმანელებმა შესანიშნავად იცოდნენ რუსების ყველა გეგმები, რადგან რუსები ატარებდნენ დაუშიფრავ მოლასპარაკებებს პრიმიტიული აპარატურით. [[26 აგვისტო]]ს გერმანელებმა შეუტიეს რუსებს და 4 დღიანი ბრძოლის შედეგად გაანადგურეს სამსონოვის მეორე არმია. ამის შემდეგ რენენკამპფის პირველ არმიას შეუტიეს და მაზურიის ტბებთან ბრძოლის შემდეგ [[ნემანი|ნემანს]] იქეთ განდევნეს. რუსებმა 60 000 ადამიანი დაკარგეს.
 
ამრიგად, ომის დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ ვერცერთ ფრონტზე ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სერიოზულ წარმატებას. თან გერმანელებს კარგად ესმოდათ, რომ რუსები თავისითავიანთი ჯარების მცირე ნაწილს იყენებენ. ამავდროულად იაპონიამ შესთავაზა ინგლისს ჩინეთში გერმანული ბაზის [[ცინდაო]]ს დაკავება. ინგლისურ-იაპონურმა ჯარებმა შეუტიეს და ნოემბრის დასაწყისში ცინდაო დაეცა და გერმანიამ დაკარგა შორეულ აღმოსავლეთში კოლონიები, მხოლოდ გერმანული ფლოტი გადარჩა, რომელმაც სამხრეთ [[ატლანტის ოკეანე]]ში გაქცევა მოახერხა. ამავდროულად გერმანელებმა სამხრეთ დასავლეთ აფრიკის კოლონიაც დაკარგეს.
 
მოუხედავად იმისა ,რომ ძირითადი საბრძოლო მოქმედებები ვითარდებოდა ევროპაში, კონფლიქტმა უფრო და უფრო გლობალური ხასიათი მიიღო. ყველა მხრის თავდაპირველი გეგმები მალევე ჩაიშალა და გასაგები გახდა ,რომ ომის წლის ბოლომდე დამთავრება შეუძლებელია.
 
[[ფაილი:Western front 1914.jpg|thumb|დასავლეთის ფრონტი 1914 წელს]]