რაგბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
== ისტორია ==
[[ფაილი:WWEstatue 700.jpg|thumb|უილიამ უებ ელისის ქანდაკება თავისი სკოლის წინ ქალაქ რაგბიში]]
არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა [[1823]] წლის [[7 აპრილი|7აპრილს7 აპრილს]]. ამ დღეს [[ინგლისი]]ს ქალაქ რაგბიში (ინგ. Rugby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ [[უილიამ უებ ელისი|უილიამ უებ ელისმა]] ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია, მართალია, ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ჰქვია. სინამდვილეში, მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. [[1845]] წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს - Rugby-football-ს. [[1863]] წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთამაშათ. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი - მხოლოდ დაჭერა. [[1869]] წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა [[1871]] წელს დააარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: [[ინგლისი]] - [[შოტლანდია]]. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის ([[1873 წელს]] წელს), [[ირლანდია|ირლანდიის]] ([[1875]]) და [[უელსი]]ს ([[1881]]) რაგბის კავშირები.
 
[[ბრიტანელები|ბრიტანელებმა]] მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]]ში ([[1889]] წელს), [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]] ([[1892]]), [[არგენტინა]]ში ([[1899]]), [[გერმანია]]ში ([[1990]]) და სხვა.
 
[[1886]] წელს ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის წარმომადგენლებმა დააარსეს [[რაგბის საერთაშორისო საბჭო]] (International Rugby-football Board) - ირფბ-ი. ორგანიზაციას [[1890]] წელს შეუერთდა ინგლისი. [[1949]] წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, [[ავსტრალია]] და ახალი ზელანდია. მხოლოდ [[1976]] წელს მიიღეს ორგანიზაციაში [[ფრანგები]]. საერთოდ ირბ-ი მეტად კონსერვატული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად [[1934]] წელს [[სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია-ევროპული რაგბის ასოციაცია]] - ფირა, შექმნეს.
 
XX საუკუნის დასაწყისში ([[1900]], [[1908]], [[1924]] და [[1928]] წლებში) რაგბი [[რაგბი ოლიმპიურ თამაშებზე|ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც]] შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირბ-ი მხოლოდ [[ექვსი ერის პირველობა|ხუთი ერის პირველობით]] და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. XX საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო განვითრებამ აიძულა ირბ-ი კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება. [[1997]] წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,,football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელწოდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაგბი“-დან