ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია''' — ეკლესია ყვარელში, მ...
 
No edit summary
ხაზი 16:
აღმოსავლეთ ფასადზე სამივე საკმელს ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი ევლება, რომვლიც ცოკოლის დონიდან იწყება. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, სამკუთხა ნიშაა, ზემოთ კი, მაღალი, რელიეფური ჯვარი.
 
სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ჯვრის მკლავების შესაბამისი სიბრტყეები გამოყოფილია ლეკალური აგურით ნაწყობი ორი მაღალი, რელიეფური თაღით. მკლავის ღერძზე გაჭრილ სარკმელს ორი ლილვით შედგენილი თაღოვანი ჩარჩო ევლება, რომლის ზემოთ რელიეფური ჯვარია. ფასადების აღმოსავლეთში, ერთმანეთის გვვრდიგვერდ, სამ-სამი ცრუ სარკმელია. ხოლო დასავლეთ ნაწილის - სხვადასხვა სიმაღლის, ორ-ორი, თაღოვანი სარკმელი. თითო ცრუ სარკმელია ფასადების დასავლეთ კიდეებთან. ყველა სარკმელი თაღოვანი ლილვებითაა მოჩარჩოებული.
 
დასავლეთის ფასადი თავისი მოხაზულობით აღმოსავლეთისას იმეორებს. ფასადის ღერძზე, ლილვით შემოფარგლულ თაღოვან არეში ჩასმული, განიერი, თაღოვანი შესასვლელია. კარის ზემოთ თაღოვანივე სარკმელია, ხოლო გვერდებზე, ორ-ორი ცრუ სარკმელი, რომელთა შორის თითო პატარა, პატრონიკეზე ასასვლელი კიბის უჯრედების გასანათებელი, შეისრულთაღოვანი სარკმელია. ფრონტონის არეზე გამოსახულია მაღალი რელიეფური ჯვარი.
 
შენობის კედლების დასრულებულია ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ბატიყელა და ლილვი შეადგენს.
 
თორმეტწახნაგა გუმბათის ყოველ წიბოს, მთელ სიმაღლეზე, ლეკალური აგურით გამოყვანილი ლილვი აუყვება. თითოეულ წახნაგში სამმაგი ლილვით მოჩარჩოებული ვიწრო, მაღალი, თაღოვანი სარკმელია. გუმბათის ყელი ლეკალური აგურით ნაწყობი ლავგარდნითაა დასრულებული. გუმბათი თუნუქის თორმეტწახნაგა სახურავითაა გადახურული.
 
ეკლესია ჭავჭავაძეთა საგვარეულოდ ითვლება. მასში დაკრძალულნი არიან გენერალი ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძე. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ნიკო ზურაბის ძე ჭავჭავაძე და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ზურაბ ნიკოლოზის ძე ჭავჭავაძე.