ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია''' — ეკლესია ყვარელში, მ...
(განსხვავება არ არის)

12:04, 12 მარტი 2020-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}} ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია — ეკლესია ყვარელში, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე. აგებულია 1893 წელს, რუსეთის არმიის კავალერიის გენერლის ნიკოლოზ (ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძის სახსრებით.

ეკლესია სწორკუთხედში ჩახაზული ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, ნაშენია აგურით. ეკლესიის შიდა სივრცეში ჯვრის სახეს ქმნის ოთხი კამაროვანი მკლავი, რომლებიც გუმბათის ოთხივე მხარესაა გაჭიმული. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. ჩრდლიოეთ და სამხრეთ მკლავები მოკლეა. დასავლეთის, გვერდით მკლავებზე თითქმის სამჯერ უფრო გრძელია და ორ-ორი განიერი თაღით უკავშირდება სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კუთხის ნაწილებს.

შვსასვლელი სამია - სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების დასავლეთ მონაკვეთებში და დასავლეთ კედლის ღერძზე. სამივე შიგნითკენ ვიწროვდება.

ნაგებობის კომპოზიციური ცენტრი კვადრატულ საფუძველზე აგებული თორმეტსარკმლიანი გუმბათია, რომელიც საკურთხევლის მასიურ შვერილებზე და დასავლეთით, ორ თავისუფლად მდგომ, მრგვალ ბურჯზე დაყრდნობილ, შეისრულ თაღებზეა აღმართული. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. საკურთხევლის ორივე შვერილზე მოწყობილია ფრონტონით დასრულებული თითო მაღალი ნიშა.

ეკლესიის საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში გაჭრილია განიერი, მაღალი, თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო, გეგმით ნახევარწრიული, თაღოვანი ნიშაა.

საკურთხევლის გვერდებზე ორ სართულად, სადგომებია განლაგებული. ქვვდა სართულის გეგმით სწორკუთხა, კამაროვანი სადგომები - სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელიც ეკლესიის ძირითად სივრცეს დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი კარით უკავშირდება. თითო თაღოვანი გასასვლელით კი - საკურთხეველს.

ეკლესიის შიდა სივრცის შესატყვისია მისი გარე ფორმები. ფასადებზე ჯვრის მკლავები სიმაღლითა და დამრეცი ფრონტონითაა გამოყოფილი, რომლებსაც ორივე მხარეს, ოდნავ დაბალი და ცალფერდა სახურავით გადახურული გვერდითი სადგომები ეკვრის.

აღმოსავლეთ ფასადზე სამივე საკმელს ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი ევლება, რომვლიც ცოკოლის დონიდან იწყება. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი, სამკუთხა ნიშაა, ზემოთ კი, მაღალი, რელიეფური ჯვარი.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ჯვრის მკლავების შესაბამისი სიბრტყეები გამოყოფილია ლეკალური აგურით ნაწყობი ორი მაღალი, რელიეფური თაღით. მკლავის ღერძზე გაჭრილ სარკმელს ორი ლილვით შედგენილი თაღოვანი ჩარჩო ევლება, რომლის ზემოთ რელიეფური ჯვარია. ფასადების აღმოსავლეთში, ერთმანეთის გვვრდიგვერდ, სამ-სამი ცრუ სარკმელია.