ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
|რელიგია = [[ლუთერანიზმი]]
}}
'''ავგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი''' ({{Lang-de|Augusta Viktoria von Schleswig-Holstein}}; დ. [[22 ოქტომბერი]], [[1858]], [[ბრანდენბურგი]], [[გერმანია]] — გ. [[11 აპრილი]], [[1921]], [[უტრეხტი]], [[ნიდერლანდები]]) — [[ოლდენბურგები|ოლდენბურგების დინასტიის]] გვერდითი შტოს წარმომადგენელი. გერმანიისა და პრუსიის უკანასკნელი დედოფალი 1888-1918 წლებში როგორც. იმპერატორ [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]]-ის მეუღლე.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 28:
ახალ ოჯახში ავგუსტას მეტსახელი შეარქვეს და „დონას“ უწოდებდნენ ხოლმე. მას თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან, ვიქტორია ბრიტანელთან, რომელიც იმედოვნებდა, რომ ავგუსტა ხელს შეუწყობდა მასსა და მის ვაჟს, ვილჰელმს შორის არსებული განხეთქილების მოგვარებას.
 
1888 წლის 9 მარტს ვილჰელმ I გარდაიცვალა და ტახტი ავგუსტას მამამთილმა, [[ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)|ფრიდრიხ III]]-მ დაიკავა, რომელიც ამავე წლის 15 მარტს ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]] ადის, რითაც ავგუსტა ვიქტორია გერმანიისა და პრუსიის დედოფალი ხდება. ამის შემდეგ მან გამოამჟღავნა თავისი მიდრეკილება სამედიცინო საქმისადმი, რის გამოც იგი მედდა გახდა და [[წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა|წითელ ჯვარში]] დაიწყო მსახურობა. ცნობილია, რომ იგი დიდ სიამოვნებას იღებდა თავისი დედამთილის, ვიქტორიას გაღიზიანებით. მაგალითად: როდესაც იგი ეტყოდა, რომ კარგი იქნებოდა ერთი კაბა ჩაეცვა, იგი აუცილებლად სხვას იცვამდა. ამის მაგალითია ისიც, რომ როდესაც ავგუსტამ თავის ქალიშვილს ვიქტორია დაარქვა და მის დედამთილს ეს გაუხარდა, მან საჯაროდ განმარტა, რომ ბავშვს სახელი არა თავისი დედამთილის, არამედ თავისიბავშვის დიდი ბებიის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად დაარქვა.
 
მიუხედავად ყველაფრისა, გერმანიის სამეფო კარზე ავგუსტა თავს მარტო გრძნობდა, რის გამოც საბოლოოდ მაინც დაუახლოვდა ვიქტორიას, თუმცა იგი მას თავის შვილებთან მარტო არასოდეს ტოვებდა, რათა თავისი ლიბერალური შეხედულებები არ მოეხვია მათთვის თავზე. მაშინ, როდესაც 1901 წელს ვიქტორია მკერდის სიმსივნით გარდაიცვალა, ავგუსტამ ეს ისე განიცადა, რომ შეუძლოდ გახდა და რამდენიმე დღე საწოლიდან ვერ დგებოდა.