ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
|რელიგია = [[ლუთერანიზმი]]
}}
'''ავგუსტა საქსენ-ვაიმარ-აიზენახელი''' ({{Lang-de|Augusta von Sachsen-Weimar-Eisenach}}; დ. [[30 სექტემბერი]], [[1811]], [[ვაიმარი]], [[გერმანია]] — გ. [[7 იანვარი]], [[1890]], [[ბერლინი]], [[გერმანია]]) — [[ვეტინები|ვეტინთა დინასტიის]] გვერდითი შტოს წარმომადგენელი. პრუსიის დედოფალი 1861-1888 წლებში და გაერთიანებული [[გერმანიის იმპერია|გერმანიის იმპერიის]] პირველი დედოფალი 1871-1888 წლებში როგორც. იმპერატორ [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმ I]]-ის მეუღლე. გერმანიის იმპერატორ [[ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)|ფრიდრიხ III]]-ის დედა.
 
== ბიოგრაფია ==
ავგუსტა დაიბადა 1811 წლის 30 სექტემბერს ვაიმარში. იგი იყო საქსენ-ვაიმარ-აიზენახის დიდ ჰერცოგ კარლ ფრიდრიხისა და მისი მეუღლის, [[მარია პავლოვნასპავლეს ასული|მარია პავლეს ასულ რომანოვას]] ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან იგი რუსეთის იმპერატორ [[პავლე I (რუსეთი)|პავლე I]]-ის შვილიშვილი, იმპერატორ [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-ისა და [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I]]-ის ბიძაშვილი და იმპერატრიცა [[ეკატერინე II]]-ის შვილთაშვილი იყო.
[[ფაილი:Marie Luise Augusta Katharina Königin von Preußen Kaiserin von Deutschland, geb. Prinzessin von Sachsen-Weimar-Eisenach.jpg|მარცხნივ|მინი|316x316პქ|ავგუსტა 1838 წელს.]]
მშობლების ხელშეწყობით მან კარგიუმაღლესი განათლება მიიღო, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყო მისი საქორწინო მოლაპარაკებები. 1826 წელს იგი წარუდგინეს პრინც [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმ პრუსიელს]], მეფე [[ფრიდრიხ ვილჰელმ III (პრუსია)|ფრიდრიხ ვილჰელმ III]]-ისა და დედოფალ [[ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელი|ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის]] უმცროს ვაჟს. მართალია ვილჰელმი კრონპრინცი არ იყო, მაგრამ მისი უფროსი ძმა უშვილო იყო, რაც მას სამომავლოდ მეფობას უქადდა. სწორედ ამიტომ, ვილჰელმის მშობლები მის დაქორწინებას ჩქარობდნენ, რათა მას მაინც ჰქოლოდა შვილები და მემკვიდრე დაბადებულიყო.
 
თავდაპირველად ვილჰელმს პოლონელ დიდებულზე, ელიზავეტა რაძივილზე დაქორწინებას სთავაზობდნენ, მაგრამ ამაზე მან უარი განაცხადა. ამას ისიც დაერთო, რომ ელიზავეტას ოჯახს XV საუკუნის შემდეგ მთავრების წოდება ჩამორთმეული ჰქონდათ, რაც შეუძლებელს ხდიდა მის პრინცზე ქორწინებას, თუმცა მეფე ფრიდრიხ ვილჰელმი თანახმა იყო გამონაკლისის დაშვებაზე, თუ მისი ვაჟი დასთანხმდებოდა. ამის გამო, 1828 წელს ვილჰელმი ავგუსტაზე დაინიშნა, რომელთა ქორწილიცრომელზეც 1829 წლის 11 ივნისს შედგადაქორწინდა.
 
ავგუსტას ვილჰელმი მალევე შეუყვარდა, მაგრამ საპასუხო გრძონას ვერ იღებდა. პრუსიის მკაცრ სამეფო კარზე მარტო დარჩენილი ავგუსტა თავს საშინლადარაკომფორტულად გრძნობდა და ვინაიდან მისი ქმარი მემკვიდრეც კი არ იყო, მას არანაირი მოვალეობა არ ჰქონდა, რის გამოც ხშირად უსაქმოდ იყო. 1840 წლიდან იგი მანიაკალურ დეპრესიაში ჩავარდა.
[[ფაილი:Augusta von Sachsen-Weimar-Eisenach, Deutsche Kaiserin und Königin von Preußen.jpg|მარცხნივ|მინი|338x338პქ|ავგუსტა 1853 წელს.]]
1840 წელს გარდაიცვალა მეფე [[ფრიდრიხ ვილჰელმ III (პრუსია)|ფრიდრიხ ვილჰელმ III]], რის შემდეგაც ტახტი ავგუსტას მაზლმა, [[ფრიდრიხ ვილჰელმ IV]]-მ დაიკავა, რითაც მისი ქმარი კრონპრინცი, ხოლო ავგუსტა პრუსიის კრონპრინცესა გახდა. ავგუსტას ლიბერალური შეხედულებები ჰქონდა და ასეთ საზოგადოებაშიც ტრიალებდა, თუმცა მისი ქმრის კონსერვატიული პოლიტიკის გამო ხშირად აწყდებოდა იმედგაცრუებასწინააღმდეგობას. [[1848 წლის რევოლუციები|1848 წლის რევოლუციის]] დროს ავგუსტა პოტსდამში დარჩა. როგორც ცნობილია, ლიბერალი რევოლუციონერები აპირებდნენ, რომ რეგენტად ავგუსტა გამოეცხადებინათ, თუმცა მათი გეგმები ჩაიშალა.
 
1850-1858 წლებში ავგუსტა და ვილჰელმი კობლენცში ცხოვრობდნენ, სადაც მისი კონსერვატორი მეუღლე სპეციალურად დანიშნეს მმართველად, რადგან ეს ქალაქი პრუსიული ლიბერალიზმის ცენტრს წარმოადგენდა. ამ პერიოდში ავგუსტას ძალზედძალიან აკრიტიკებდნენ კათოლიკეების მიმართ გამოჩენილი ტოლერანტობის გამო. იგი მიესალმებოდა თავისი ვაჟის პრინცესა [[ვიქტორია ბრიტანელი|ვიქტორია ბრიტანელზე]], დიდი ბრიტანეთის [[ვიქტორია (გაერთიანებული სამეფო)|დედოფალ ვიქტორიას]] უფროს ქალიშვილზე ქორწინებას, რადგან თვლიდა, რომ იგი სამეფო კარს უფრო ლიბერალურს გახდიდა. 1858 წელს ვილჰელმი რეგენტი გახდა, რასაც ამავე წლის აგვისტოში მოჰყვა მრავალი ლიბერალი მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა.
[[ფაილი:Queen Victoria and Empress Victoria Augusta.jpg|მინი|305x305პქ|დედოფალი ავგუსტა თავის მძახალთან, დედოფალ ვიქტორიასთან ერთად 1867 წელს.]]
1861 წლის 2 იანვარს მაზლის, მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე [[ვილჰელმ I (გერმანიის იმპერატორი)|ვილჰელმ I]] ავიდა, რითაც ავგუსტა პრუსიის დედოფალი გახდა. მისი და ვილჰელმის კორონაცია კოინინგსბერგში შედგა.
 
1862 წელს, ავგუსტას ნების საწინააღმდეგოდ, ვილჰელმმა პრემიერ-მინისტრად [[ოტო ფონ ბისმარკი]] დანიშნა. ამის საპასუხოდ ავგუსტამ შეურაცხყოფა მიაყენა ოტოს და მის წინააღმდეგ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ბისმარკის საგარეო პოლიტიკას, განსაკუთრებით კი ავსტრიასთან წამოწყებულ ომს. ეს ომი იმდენად განიცადა დედოფალმა, რომ დეპრესიაში ჩავარდა და 1864 წელს ქალთა ეროვნული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც ომში დაჭრილ ჯარისკაცებზე ზრუნვასზრუნვისაკენ მოიაზრებდაიყო მიმართული.
 
1871 წელს ვილჰელმ I-მა დაშლილი გერმანული სამთავროები ერთიან იმპერიად გააერთიანა თავის გვირგვინქვეშ, რითაც ავგუსტა გერმანიის იმპერიის პირველი დედოფალი გახდა. ეს გაერთიანება შედარებით მშვიდობიანი გზით მოხდა, რითაცრის დედოფალიგამოც კმაყოფილიდედოფალს დარჩაპრეტენზია არ გამოუთქვამს. 1872 წელს დედოფალმა ავგუსტამ კიდევ ერთი ორგანიზაცია დააფუძნა, რომელიც [[საფრანგეთ-პრუსიის ომი|საფრანგეთთან ომისას]] დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახებზე ზრუნვისაკენ იყო მიმართული.
 
ხანში შესვლასთან ერთად ავგუსტა [[რევმატიზმი|რევმატიზმით]] დაავადდა, რის გამოც 1881 წლიდან იგი ხელჯოხებითა და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა, თუმცა თავის მოღვაწეობას კვლავ აქტიურად განაგრძობდა. უკანასკნელ წლებში იგი ვილჰელმსა და ბისმარკსაც შეურიგდა. 1888 წლის 9 მარტს ვილჰელმ I გარდაიცვალა და ტახტი ავგუსტას ლიბერალმა ვაჟმა, [[ფრიდრიხ III (გერმანიის იმპერია)|ფრიდრიხ III]]-მ დაიკავა, რითაც ბისმარკის მმართველობა დასრულდა. თუმცა, ფრიდრიხის მმართველობა არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან იგი ამავე წლის 15 ივნისს ხორხის კიბოთი გარდაიცვალა და ტახტზე მისი ასევე კონსერვატორი ვაჟი, [[ვილჰელმ II (გერმანიის იმპერია)|ვილჰელმ II]] ავიდა. დედოფალი ავგუსტა1890 წლის 7 იანვარს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერლინში.