მიტროფანე (ბიზანტიის ეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 8 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1277399
No edit summary
ხაზი 1:
'''წმიდა მიტროფანე''' - (გ. დაახლ. [[326]]) [[კონსტანტინოპოლის პატრიარქები|ბიზანტიის ეპისკოპოსი]] [[306]]-[[314]] წწ. წლებში, წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით [[4 ივნისი]], ახალი სტილით - [[17 ივნისი]]. მოღვაწეობდა [[კონსტანტინე დიდი]]ს ([[306]]-[[337]]) დროს. მისი მამა, დომენტი [[რომის იმპერატორების სია|რომის იმპერატორის]] [[პრობუსი]]ს (276-282) ღვიძლი ძმა იყო. დომენტიმ შეიცნო წარმართული რელიგიის უძლურება და ირწმუნა ქრისტე. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო და წმიდანი თავის ორ ვაჟთან - პრობსა და მიტროფანესთან ერთად ბიზანტიაში გაიხიზნა, სადაც სიწმიდით გამორჩეული [[ეპისკოპოსი]]ს [[ტიტე (ბიზანტიის ეპისკოპოსი)|ტიტეს]] ([[242]]-[[272]]) ხელმძღვანელობით დაიწყო წმიდა წერილის შესწავლა. ტიტემ, რომელიც ხედავდა თავისი მოწაფის საღვთო მოშურნეობასა და უფლის სადიდებლად მოღვაწეობის დაუცხრომელ სურვილს, მღვდლად დაასხა მას ხელი. ტიტეს სიკვდილის შემდეგ მღვდელმთავრის კვერთხი [[დომენტი (ბიზანტიის ეპისკოპოსი)|დომენტის]] გადასცეს (272-272–[[284]]), ამ უკანასკნელს კი საეპისკოპოსო ტახტზე მისი ვაჟები შეენაცვლნენ: ჯერ [[პრობუსი (ბიზანტიის ეპისკოპოსი)|პრობუსი]] ([[293]]-[[306]]), შემდეგ კი - მიტროფანე (306 წელს).
 
ერთხელ [[ბიზანტია]]ში ჩასული იმპერატორი კონსტანტინე აღტაცებაში მოვიდა ქალაქის მშვენიერებითა და მოხერხებული ადგილმდებარეობით. მან იხილა სიბრძნით გაბრწყინებული მიტროფანეს წმიდა ცხოვრებაც და თან წაიყვანა იგი [[რომი|რომში]]. მალე კონსტანტინე დიდმა იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიონში გადაიტანა და წმიდა მამაც დააბრუნა აწ უკვე სამეფო ქალაქში. 325 წელს არიოზის ერესის უარსაყოფად ნიკეაში შედგა [[ნიკეის პირველი საეკლესიო კრება|I მსოფლიო საეკლესიო კრება]]. წმიდა იმპერატორმა კრების წმიდა მამებს შესთავაზა, პატრიარქად წმიდა მიტროფანე აერჩიათ და, ამგვარად, იგი შეიქნა კონსტანტინეპოლის პირველი პატრიარქი. უკვე ღრმად მოხუცი წმიდანი ვერ ესწრებოდა კრებას და თავის ნაცვლად ქორეპისკოპოსი ალექსანდრე გაგზავნა. კრების დამთავრების შემდეგ იმპერატორმა წმიდა მამებთან ერთად მოინახულა ავადმყოფი პატრიარქი კონსტანტინე დიდის თხოვნით მან დაასახელა თავისი ღირსეული მემკვიდრე - ეპისკოპოსი ალექსანდრე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ უკანასკნელის შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდებოდა პავლე, რომელიც იმჟამად მედავითნედ მსახურობდა. პავლეს შემდეგ კი პატრიარქის ტახტს არქიდიაკონი ათანასე დაიკავებდა.
 
წმიდა მიტროფანე გარდაიცვალა დაახლოებით 326 წელს, 117 წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნაწილები განისვენებს კონსტანტინოპოლში, მისივე სახელობის ტაძარში.
 
==ლიტერატურა==
*„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
 
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
 
{{დაიწყე ყუთი}}