ჰეკატე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Hecate Chiaramonti Inv1922.jpg|thumb|280px|right|ჰეკატე ჩიარამონტი, სამმაგი ჰეკატეს რომაული სკულპტურა, ელინისტური ორიგინალის შემდეგ ([[ვატიკანის მუზეუმი|კიარამონტის მუზეუმი, ვატიკანის მუზეუმები]]).]]
[[ფაილი:Statue of Liberty Hecate (cropped).jpg|thumb|280px|right|ჰეკატეს პირდაპირი მოხსენიება თანამედროვეობაში – კოლოსალური [[თავისუფლების ქანდაკება]].]]
'''ჰეკატე''', ''ჱეკატა'' — ღმერთქალი, [[პერსე|პერსეს]] ასული და მეუღლე [[აიეტი (მითოლოგია)|აჲეთისა]]. უყვარდა ნადირობა. თუ ნადირი არ შეხვდებოდა, ხოცავდა კაცებს. ყველაზე მეტად შეისწავლა წამლების გაკეთება და აღმოაჩინა წამალი [[aconitum]]. მოიგონა-რა წამლები, მოწამლა თავისი მამა და დაიპყრა მისი სამეფო და მერე ააგო ტაძარი არტემიდისა, რომელსაც სწირავდა ყველა უცხოელს, რომელიც გაბედავდა მის ქვეყანაში შემოსვლას. ჱეკატას პატივად ააგეს ბრწყინვალე ტაძარი. მას იცავდნენ გველები ნორჩ მუხის ტოტების ჩდილში. ლამპრები ანათებდნენ არემარეს. მის გარშემო ძაღლების საშინელი ყეფა ისმოდა. ველები ირყეოდნენ მის ფერხთ ქვეშ და ყუოდნენ წყლის ალები, მცხოვრებნი ამარანთის ფაზისის ჭაობებში (შეადარე: Amaranta ქართულს ამირან-თა, ამირანის მთა)<ref>[http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/5098 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“]: ბ. ღმერთ-კაცნი. '''ჱ. ჱეკატა.''' ტომი I, გვერდები: 94, 95.</ref>. მას მოიხსენიებდნენ მაგიის, ჯადოქრობის, სინათლისა და სულების ქალღმერთად.
 
== დახასიათება ==
იდუმალებით მოცულ ქვესკნელის ძალთა განსახიერება, საბერძნეთში ხორცშესხმული და დიდ ქალღმერთად ცნობილი. მართალია [[ჰომეროსი]] არ ახსენებს, მაგრამ ან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საბერძნეთში განდიდებული, ან ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, რომ თავის ჰიმნში ჰომეროსი ადიდებს სულით ნაზ ჰეკატეს, „მშვენიერსამოსიანს“ (25). [[ჰესიოდე]]სთან კი შესაძლოია ეს სახე გამოჩნდა იმავე ორფიკების ჩანართიდან, რომელთაც მოგვიანებით ჰეკატე უაღრესად განადიდეს. აქ (თეოგ. 411-452) ის ტიტან პერსეს (ან პერსეოსის) და ასტერიას ასულია, ან ზევსის და დემეტრეს, ტარტაროზის და ასე შემდეგ. ეს უკანასკნელი უფრო ლოგიკური უნდა იყოს, რადგან თავისი ბუნებით ის უფრო ქვესკნელის, მიწის წიაღის ზარდამცემი ხთონიური ღვთაებაა, ვიდრე ზევსის ნათელი, ამაღლებული შვილები (არტემიდე, ჰებე და სხვა). ამასთან აპოტროფიული ღვთაებაცაა (სიძვისაგან დამცველი). ორფიკული მოძღვრებით, რაც თავისთავად, თეოგონიაშიც ასახულია, ბევრი ფუნქცია ეკისრება. ტიტანიდებს შორის ყველაზე მეტად პატივდებულია, ვითარცა მბრძანებელი ცათა, მიწისა და ზღვის წიაღისა, მცენარეთა ნაყოფიერებისა, მეჯოგეობისა, სიჭაბუკისა, მონადირეთა, მეზღვაურთა და მიწის მაშვრალთა, მშობიარეთა მფარველი, სიბრძნის მეტყველი და მრჩეველი ოლიმპიელთა სამართალსა და საკრებულოზე, ბედნიერებისა და გამარჯვების მომნიჭებელი. ყოველივე ეს [[ჰერა]]ს და [[ათენა]]ს სიმაღლეზე აყენებს. მეზღვაურებს ქარკეთილს უგზავნის, მესაქონლეს საქონელს უმრავლებს, მეთევზეს ბადეს უვსებს, პოეტს დაფნით აგვირგვინებს, მშობიარეს ტკივილებს უმსუბუქებს. მართალია, [[ტიტანები|ტიტანიდაა]], მაგრამ არ მოხვედრილა ტარტაროზში, ზევსმა ძალაუფლება შეუნარჩუნა და ასევე ყველა ღმერთი პატივსა სცემს. ეს ნათელია. მაგრამ ჰეკატეს ნამდვილი პოეტური სახე, რასაც თუნდაც [[არგონავტიკა]]ში ვხედავთ, მაინც უფრო ბნელის, ზარდამცემის იერს ატარებს და მთლიან ასპექტში ეძლევა ის სახე, რაც ორფიკებმა მიანიჭეს: მისტიკური, იდუმალებით მოცული, შემაძრწუნებელი, რამდენიმე ჯუფთი და გაიგივებულიც კი ისეთ ქალღმერთებთან, როგორიც არიან [[პერსეფონე]], [[რეა]]-[[კიბელე]], [[დემეტრა]]. როგორც ახალი თაობის გამომზრდელი (კოიროტროფოსი), ჰეკატე გაიგივებულია არტემიდესთან, ორივე ერთად კი — [[სელენე]]სთან, მთვარის ქალღმერთთან, ამ სახით, ნადირთა ქალღმერთიცაა (პოტნია თერონ). მას მოიხსენებიან მაგიის, ჯადოქრობის, სინათლისა და სულების ქალღმერთად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰეკატე“-დან