მარიანა ვიქტორია ესპანელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Ecummenic-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Rezo1515-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 35:
 
== ქორწინება ჟუზე I-ზე ==
[[ფაილი:So-called portraitCircle of MarianaZiesenis Victoria- Elisabeth Auguste of SpainSulzbach, futuremisidentified Queenwith consortMariana Victoria of PortugalSpain.jpg|მინი|მარიანა ვიქტორია ესპანელი პორტუგალიაში]]
მარიანა ვიქტორიას ესპანეთში დაბრუნებამ ისიც და სრულიად ესპანური არისტოკრატიაც ძალიან შეურაცჰყო, რამაც დიდი განხეთქილება გამოიწვია ესპანურ და ფრანგულ სამეფო კარებს შორის. შეურაცყოფილმა ესპანეთმა მალევე, 1725 წელს ავსტრიასთან გააფორმა ალიანსი, ხოლო ფრანგებმა ინგლისთან სცადეს ალიანსის შექმნა. გაუთხოვარი მარიანა ვიქტორია კვლავ ესპანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში ჩასვეს. 1720 წელს მისმა უმცროსმა ძმამ, ინფანტმა ფილიპემ პარმაში გასაბატონებლად უარი თქვა ესპანეთის ტახტზე, რის გამოც მარიანა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სამეფო გვირგვინს. 1727 წლიდან ესპანურ და პორტუგალიურ სამეფო კარებს შორის დაიწყო მოლაპარაკებები დინასტიურ ქორწინებასთან დაკავშირებით. ასევე განიხილებოდა მარიანა ვიქტორიასა და [[პეტრე I დიდი|პეტრე I დიდის]] შვილიშვილის, რუსეთის იმპერატორ [[პეტრე II]]-ის ქორწინებაც. რუსებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ კვლავ პორტუგალიელებს მიუბრუნდნენ. იგეგმებოდა ორმაგი დინასტიური ქორწინება, ანუ მარიანა ვიქტორია ცოლად მიჰყვებოდა პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე [[ჟუზე I|ჟუზე დე ბრაგანსას]], ხოლო ჟუზეს და, პორტუგალიის ინფანტა [[ბარბარა ბრაგანსა|ბარბარა დე ბრაგანსა]] ცოლად მიჰყვებოდა მარიანა ვიქტორიას უფროს ძმას, ესპანეთის ტახტის მემკიდრე [[ფერდინანდ VI|ფერდინანდ დე ბურბონს]]. 1729 წლის 19 იანვარს ზემოთ ხსენებული ორმაგი ქორწინება შედგა, პორტუგალიის ქალაქ ელვასში. მეორე დღეს ბარბარა და ფერდინანდი ბადახოსში გაემგზავრნენ, სადაც ასტურიის პრინცად და პრინცესად ეკურთხნენ, ხოლო მარიანა და ჟუზე ლისაბონისკენ გაემართნენ, სადაც ისინი ბრაზილიის პრინცად და პრინცესად ეკურთხნენ.