ნიკო ჭავჭავაძის სახლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნიკო (დიდი ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძის სახლი''' — არქიტექტურ...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ნიკო (დიდი ნიკო) ზურაბის ძე ჭავჭავაძის სახლი''' — არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ [[ყვარელი|ყვარლის]] ცენტრში. [[შოთა რუსთაველი|რუსთაველის]] ქუჩაზე. [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] სახლ-მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს.
 
აგებულია [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] დასაწყისში. სახლი დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფანიშნულებისათვისდანიშნულებისათვის გამოიყენებოდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეეცვალა თავდაპირველი სახე. ერთხანს აქ სკოლა იყო, შემდეგ - [[კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი|კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმს]] გადაეცა დამხმარე ნაგებობად. ამჟამად შენობის ორი ოთახი მუზეუმის ადმინისტრაციას უკავია, ნაწილი საწყობადაა გამოყენებული.
 
==აღწერა==
სახლი ერთსართულიანია, დანაშენით შუა ნაწილზე. ნაშენია აგურით. შენობა გეგმით სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებითაა წაგრძელებული და მთავარი გასადითფასადით მიმართულია ეზოსკენ. ოთახები სწორკუთხაა, განლაგებულია ანფილადურად. შუა ნაწილის პირველ სართულში ლოჯია, რომელიც ეზოს მხარეს გახსნილია სამი განიერი და მაღალი თაღით. მათგან შუა თაღი ღიაა, ხოლო გვერდითებში ადრე ხის ჭვირული მოაჯირი იყო ჩასმული. შუა თაღის წინ სამსაფეხურიანი კიბეა. კავშირი შენნობისშენობის დანარჩენ ნაწილთან, ლოჯიდან ხდებოდა. მეორე სართულზე ასასვლელი ხის კივეცკიბეც სწორედ ლოჯის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იყო მოწყობილი.
 
სახლის მთავარი, ეზოსკენ მიმართული ფასადი შელესილია. ლოჯის სამივე თაღი დამუშავებულია ნალესობაში გამოყვანილი რუსტებით. მეორე სართულის საფასადო სიბრტყე, რომელიც პირველისგან პროფილირებული ლავგარდნითაა გამოყოფილი, სადა პილასტრებით დაყოფილია სამ ნაწილად, შუა ნაწილში გადმოკიდებულ აივანზე გამოსასვლელი კარით. გვერდით ნაწილებში კი - თითო ვიწრო, მაღალი, სწორკუთხა სარკმელი. ფასადი დასრულებულია მაღალი, საფეხუროვანი ლავგარდნით.