დუბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''დუბის ღვთისმშობლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი, დგას ქ...)
 
[[ფაილი:Kvareli Church of Dubi.jpg|მინი|300პქ]]
'''დუბის ღვთისმშობლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი, დგას ქალაქ ყავრლის სამხრეთ განაპირას. დუბედ წოდებულ ადგილზე. თარიღდება [[VI საუკუნე|VI საუკუნით]]. 1990-იანი წლებიდან აქ [[ყვარლის დედათა მონასტერი|დედათა მონასტერია]].
 
==აღწერა==
ძეგლი [[სამეკლესიანი ბაზილიკა|სამეკლესიანი ბაზილიკაა]]. ნაგებია სხვადასხვა ზომის, მეტ-ნაკლებად სწორხაზოვან რიგებად ნაწყობი რიყის ქვით. გარეთა კედლების (ძირითადად კუთხეების) წყობაში გამოყენებულია საკმაოდ დიდი ზომის რიყის ქვები და ალაგ-ალაგ შირიმი. შენობის გეგმის სწორკუთხედში (21,8 x 17 მეტრი) ჩაწერილია ერთმანეთისგან კედლებით გამიჯნული და თითო კარით დაკავშირებული სამი ნავი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ და გვერდითი სადგომების დამაკავშირებელი დასავლეთ გარშემოსავლელი. ჩრდილოეთ ეკლესიას აღმოსავლეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა სათავსი, რომელიც სამხრეთ კედელში გაჭრილი კარით მხოლოდ მთავარ ეკლესიას უკავშირდება.
 
შენობა გადაკეთებულია, ამდროინდელია მთავარი ეკლესიის კამარისა და საბჯენი თაღების შემორჩენილი ნაწილები, კონქი, პილასტრები, კანკელი, გვერდის ნავების და დასავლეთ გარშემოსასვლელის კედლები, სამხრეთ ნავის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილი სათავსის მნიშვნელოვანი ნაწილი და სხვა. მომდევნო ხანებში გარშემოსავლელის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოუწყვიათ მცირე კვადრატული სათავსი, ხოლო ჩრდილოეთ ფასადზე მიუშენებიათ გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობა, რომლისგანაც კედლების მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი.
{{სძა|1-1|331-333|დვალი თ.}}
 
[[კატეგორია:ყვარლის მუნიციპალტეტისმუნიციპალიტეტის ტაძრები]]