ყვარლის დიდი სალოცავი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ყვარლის დიდი სალოცავი''' — არქიტექტურული ძეგლი, დგას ქალაქ ...
(განსხვავება არ არის)

08:35, 11 მარტი 2020-ის ვერსია

ყვარლის დიდი სალოცავი — არქიტექტურული ძეგლი, დგას ქალაქ ყვარელში, სამების სერზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.


აღწერა

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა (7.1 x 4.6 მეტრი) ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და აგურით. დარბაზულია შენობის ლავგარდანი და გადახურვა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან თაღოვანია, შიგნიდან - სწორკუთხა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე შეისრული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო ოთხკუთხა ნიშა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომლებსაც შესრული ფორმის სატრიუმფო თაღი ეყრდნობა. შეისრულია კამარაც. შენობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა