ჯურჯენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Jurchen woodblock print.png|200px|მინი|მარჯვნივ|ჯურჯენი მებრძოლი. გვიანი [[მინის დინასტია|მინი]].]]
'''ჯურჯენები''' — [[შუა საუკუნეები]]ს ტუნგუსური წარმოშობის ტომები. ცხოვრობდნენ [[მანჯურია|მანჯურიის]], [[ამურისპირეთი|ამურისპირეთის]], [[პრიმორიე|პრიმორიესა]] და [[კორეა|კორეის]] ჩრდილოეთი ნაწილის ტერიტორიაზე; ლაპარაკობდნენ [[ჯურჯენული ენა|ჯურჯენულ ენაზე]]. მათი [[ეთნოგენეზი]], სავარაუდოდ, დაკავშირებულია [[მოხე (ხალხი)|მოხეს]] ჯგუფებთან. ჯურჯენებისათვის დამახასიათებელი იყო ნახევრად მომთაბარე მეურნეობა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ციხესიმაგრეები. ჩინურ წყაროებში ტერმინი „ჯურჯენები“ [[VI საუკუნე|VI]]–[[VII საუკუნე]]ებში გაჩნდა; [[X საუკუნე]]მდე დამოუკიდებლები იყვნენ, ურთიერთობა ჰქონდათ ჩინეთთან და კორეასთან.<ref name="ქსე">{{ქსე|11|580||არა}}</ref> X საუკუნეში [[კიდანები|კიდანთა]] იმპერია [[ლიაო]]ს მიერ ჯურჯენთა დამორჩილების შემდეგ რეგიონის ტუნგუსურენოვანი ხალხების აღმნიშვნელი გახდა. [[1115]] წელს ჯურჯენები აჯანყდნენ და საკუთარი სახელმწიფო ე. წ. ოქროს სახელმწიფო ([[ძინის დინასტია (1115-1234)|ძინი]]) დააარსეს, [[1119]] წელს შემოიღეს [[ჯურჯენული დამწერლობა]] (იხ. აგრ. [[ჯურჯენული სტელები]]). ძინის არსებობის პერიოდში ბევრი ჯურჯენი ჩრდილოეთ ჩინეთში გადასახლდა და [[ჩინელები|ჩინელებთან]] ასიმილირდნენ; მცირე რაოდენობით ჩრდილოელ ჯურჯენებსაც შეეხოთ ასიმილაცია. ძინის დაცემის შემდეგ ჯურჯენებმა [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა]] სამსახურში გადასვლა დაიწყეს, ზოგიერთმა მათგანმა [[იუანის დინასტია|იუანის იმპერიის]] მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა; ამ დროს კვლავ დაიშალნენ რამდენიმე ტომობრივ ჯგუფად;<ref name="ქსე" /> ჩრდილოელები ტომობრივ ორგანიზაციას დაუბრუნდნენ. [[მინის დინასტია|მინის]] ეპოქაში სამხრეთელი ჯურჯენები ხშირად იყვნენ დამოკიდებულები კორეასა და ჩინეთზე; მათ მეურნეობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცხენების მოშენება ჩინეთში გასაყიდად. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] ბოლოს დაიწყო ჯურჯენთა გაერთიანების პროცესი [[გიორო]]ს საგვარეულოს ხელისუფლების ქვეშ [[ნურხაცი]]ს მეთაურობით, რომელმაც საკუთარი, ძიანჯოუს ტომები სხვა ტომებთან გააერთიანა ([[1583]]–[[1625]]).<ref name="ქსე" /> [[1635]] წელს ეთნონიმი „ჯურჯენები“ ოფიციალურად შეიცვალა „მანჯურიელებით“ (შესაძლოა, ჯურჯენთა ნაწილის ყოფილი თვითსახელწოდებით). მანჯურიელთა [[ცინის დინასტია|ცინის იმპერია]] [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოსკენ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო იყო. ჯურჯენთა უმრავლესობა ჩინეთში გადასახლდა; ამურისპირეთის ჯურჯენების უმრავლესობა, რომლებიც ნადირობით, თევზაობითა და მეირმეობით ირჩენდნენ თავს, განადგურდნენ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მიერ ციმბირის ათვისების დროს. [[XIX საუკუნე|XIX]]–[[XX საუკუნე|XX საუკუნისათვის]] ჯურჯენები ასიმილირდნენ, მათ შთამომავლებს განეკუთვნებიან [[მანჯურიელები]] და [[სიბო]], აგრეთვე [[ევენკები]] და [[უდეგეელები]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯურჯენები“-დან