კონსტანტინე VII: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ანი ტაბუცაძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
|ხელმოწერა=
}}
'''კონსტანტინე VII პორფიროგენეტი''' (დ. [[905]], [[კონსტანტინოპოლი]] — გ. [[9 ნოემბერი]], [[959]], იქვე) — [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[ბიზანტიის იმპერატორების სია|იმპერატორი]] [[913]]-[[920]] და [[945]]-[[959]] წლებში. [[მაკედონელთა დინასტია|მაკედონელთა დინასტიის]] წარმომადგენელი. [[920]] წლამდე მისი რეგენტები მართავდნენ ქვეყანას, [[920]]-[[945]] წლებში თვითონ მართავდა მხოლოდ ნომინალურად. დამოუკიდებელი მმართველობის დროიდან კონსტანტინე VII არსებითად დედაქალაქის მსახურული არისტოკრატიის ინტერესებს გამოხატავდა. ეომებოდა არაბებს. ბიზანტიის ჯარებმა მდინარე [[ევფრატი|ევფრატამდე]] მიაღწიეს. მისი ინიციატივით და ზრუნვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია რამდენიმე თხზულებისა, რომლებიც ბიზანტიის ისტორიის ძვირფასი წყაროა.
 
==ზედწოდება==
იმპერატორს წარმოშობის უბრალო ფესვები ჰქონდა. ის გახლდათ [[ბასილი I (ბიზანტია)|ბასილი I]]-ის შვილიშვილი, რომელმაც საფუძველი დაუდო მაკედონელთა დინასტიას ბიზანტიის იმპერიის ტახტზე.
 
კონსტანტინეს ზედწოდება „პორფიროგენეტი“ კი („პორფირის დარბაზში დაბადებული“) აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ იგი სასახლის პორფირით მორთულ დარბაზში დაიბადა, როგორც იმპერატორის შვილი და მისი კანონიერი მემკვიდრე.
 
==თხზულებები==
მისი ინიციატივით და ზრუნვით გამოდიოდა კომპილაციური ხასიათის ენციკლოპედიური კრებულები. ავტორია რამდენიმე თხზულებისა, კერძოდ, მან დაწერა წიგნები:
*„ცერემონიების შესახებ“
*„სახელმწიფოს მართვის შესახებ“
*„ბიზანტიის იმპერიის ისტორია“ (817 წლიდან მის დრომდე)
*„[[ბასილი I (ბიზანტია)|ბასილი I]]-ის მმართველობის შესახებ“.
 
წიგნები ბიზანტიის ისტორიის უძვირფასესი წყაროა, შეიცავს უაღრესად საინტერესო მასალას იმპერიის პოლიტიკური და სოციალური ისტორიის, აგრეთვე, მისი მეზობელი ხალხების შესახებ.
 
თხზულებები კონსტანტინე პორფიროგენეტს წარმოგვიდგენს, როგორც უაღრესად განათლებულ, საინტერესო და მრავალმხრივ პიროვნებას.
 
== ლიტერატურა ==