ელიზაბეტ კიუბლერ-როსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
ელიზაბეტ კიუბლერი 1926 წელს დაიბადა ციურიხში. ის სამი იდენტური ტყუპიდან ერთ-ერთი იყო და მის გადარჩენას სათუოდაც კი თვლიდნენ. მამას ქალიშვილის საკუთარი ბიზნესის მართვაში ჩართვა სურდა, მაგრამ ელიზაბეტს ექიმობა ჰქონდა გადაწყვეტილი. [[II მსოფლიო ომი]]ს შემდეგ მოხალისედ მუშაობდა [[პოლონეთი|პოლონეთში]], სადაც ომისგან დაზარალებულებს ეხმარებოდა. [[1957]] წელს დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი. მომდევნო წელს ცოლად გაჰყვა ამერიკელ მედიკოს სტუდენტ ემანუელ როსს და მასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. [[1963]] წელს დაასრულა კოლორადოს უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის რეზიდენტურის პროგრამა ფსიქიატრიაში, [[1965]] წელს კი სამუშაოდ [[ჩიკაგო]]ში გადავიდა. კიუბლერ-როსი თვლიდა, რომ იმდროინდელი სამედიცინო საზოგადოება ვერ უზრუნველყოფდა იმ დახმარებას, რაც ტერმინალურად დაავადებულ პაციენტებს სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მიეღოთ მოახლოებული სიკვდილის რეალობა და გამკლავებოდნენ მასთან დაკავშირებულ განცდებს. კოლორადოს უნივერსიტეტში მუშაობის დროს პირველი ნაბიჯები გადადგა ამ საკითხებზე მუშაობის მხრივ თავის სტუდენტებთან, ჩიკაგოში კი რეგულარულად აწყობდა სემინარებს, სადაც ესაუბრებოდნენ სასიკვდილოდ დაავადებულ პაციენტებს და აძლევდნენ მათ საკუთარი ემოციების გამოხატვის საშუალებას. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით კიუბლერ-როსმა ჩამოაყალიბა სიკვდილზე ფსიქოლოგიური რეაგირების მოდელი, რომელიც ეტაპობრივად ცვალებადი 5 სტადიისგან შედგება: უარყოფა, ბრაზი, შევაჭრება, დეპრესია და მიღება (შეგუება). ეს მოდელი მან აღწერა წიგნში „სიკვდილისა და კვდომის შესახებ“ (ინგლ. ''On Death and Dying'', [[1969]]), რომელიც საერთაშორისო ბესტსელერი გახდა.<ref name="ბრიტ"/>
 
კიუბლერ-როსის ამ და სხვა შრომებმა მნიშვნელოვნად გაზარდა სასიკვდილოდ დაავადებული პაციენტების პრობლემების ცნობადობა როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო საზოგადოებაში. მან საფუძველი დაუდო პალიატიური და ჰოსპისური მართვის ბევრ პრინციპს, რომელიც საექიმო პრაქტიკაში თანდათან დაინერგა სამედიცინო პრაქტიკაში. 1970-იან წლებში კიუბლერ-როსმა დაიწყო ე.წ. სიკვდილისახლო განცდების (ინგლ. near-death experiences) ფენომენის კვლევა. ის მალევე გაიტაცა [[სპირიტუალიზმი (რელიგია)|სპირიტუალიზმა]], „სხეულის გარეთ განცდების“ (ინგლ. out-of-body experience) და სიკვდილის შემდეგ ცხოვრების საკითხებმა, რამაც მის სამეცნიერო რეპუტაციას ჩრდილი მიაყენა.<ref name="ბრიტ"/> 1980-იან წლებში ცდილობდა [[შიდსი]]თ დაავადებულთათვის საგანგებოდ გამოყოფილი საცხოვრებლის შექმნას, სადაც პაციენტები სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრებდნენ ღირსეულ პირობებში.
 
[[1995]] წელს გადატანილი რამდენიმე ინსულტის შემდეგ ელიზაბეტ კიუბლერ-როსმა ცხოვრების დარჩენილი წლები ინვალიდის სავარძელში გაატარა, თუმცა ბოლომდე ინარჩუნებდა ცნობიერებას და განაგრძობდა წერას. მის მიერ დაწერილ 20-ზე მეტ წიგნს შორის არის ავტობიოგრაფია „სიცოცხლის ბორბალი: მოგონება სიცოცხლესა და სიკვდილზე“ (''The Wheel of Life: A Memoir of Living and Dying'', [[1997]]) და „მწუხარებისა და წუხილის შესახებ“ (''On Grief and Grieving''; თანაავტორი: დევიდ კესლერი, [[2005]]).<ref>{{cite book |last1=Worth |first1=Richard |title=Elisabeth Kübler-Ross : encountering death and dying |date=2009 |publisher=Chelsea House Publishers |isbn=0-7910-8027-7}}</ref>