შუშანიკის წამება: განსხვავება გადახედვებს შორის

(თამაზ ჯავახაძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
ნაწარმოებიდან ვგებულობთ, რომ ქართულად უკვე არსებობდა „ევანგელე“ ანუ სახარება და მოწამეთა ღვაწლის ამსახველი წიგნები. ისტორიული მნიშვნელობა აქვს [[ანტიოქია|ანტიოქიის]] პალეკარტსაც. ეს იყო უსახელო ჩასაცმელი, მოსასხამი. იქიდან გამომდინარე, რომ შუშანიკს ანტიოქიის პალეკარტი ეცვა, ვხვდებით, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა [[სირია]]სთან, რომლის ერთ-ერთი ქალაქი ანტიოქიაა და ეს პალეკარტიც იქიდან არის.
 
„შუშანიკის წამებაში“ არის ეპიზოდი, სადაც იაკობ ხუცესი აღწერს, თუ როგორი იყო ქართლი ერთ-ერთი ზაფხულის ჟამს: „''ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლისებრ შემწუელი იგი მხურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი''…“, ავტორი ასევე ამბობს, რომ ხალხი იყო დამუწუკებული, დამუნიანებული, დაწინწკლული, დასნეულებული, სახედასიებული, სიცოცხლე მოსწრაფებული და ვერავინ აღწევდა მოხუცებულობამდე იმ მხარეში. მაგრამ ეს ყველაფერი მეცნიერულად გამოკვლეულია და დამტკიცებული არ არის, უფრო მეტიც, მეცნიერების გამოკვლევის თანახმად ასეთი ზაფხული ქართლში არასოდეს ყოფილა. ასეთი ცხელი გვალვებითა და სენით სავსე დრო არც ისტორიულადაა ცნობილი.{{ფაქტი}}
 
== პერსონაჟები ==