რონალდ რეიგანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 52:
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''რონალდ უილსონ რეიგანი''' ({{lang-en|Ronald Wilson Reagan}}; დ. [[6 თებერვალი]], [[1911]] — გ. [[5 ივნისი]], [[2004]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] პოლიტიკოსი და მსახიობი, [[1981]]-[[1989]] წლებში [[აშშ]]-ის [[აშშ-ის პრეზიდენტების სია|40მე-40]] [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]], ხოლო იქამდე, [[1967]]-[[1975]] წლებში [[კალიფორნია|კალიფორნიის]] 33-ე გუბერნატორი და პროფკავშირის ლიდერი.
 
რეიგანი გაიზარდა ჩრდილოეთი [[ილინოისი]]ს პატარა ქალაქის ღარიბ ოჯახში. სკოლაში სწავლის შემდეგ მან ეურეკას სკოლაში, სოციოლოგიის ფაკულტეტზე. [[1932]] წლიდან იგი რამდენიმე რადიოსადგურზე სპორტულ კომენტატორად მუშაობდა. [[1937]] წელს რეიგანი კალიფორნიის შტატში გადავიდა და სამსახიობო კარიერა დაიწყო, რომლის განმავლობაშიც იგი ორჯერ აირჩიეს კინომსახიობთა გილდიის, მსახიობების პროფკავშირის ლიდერად, სადაც იგი კომუნისტური გავლენის მოსპობას ცდილობდა. 1950-იან წლებში, რეიგანმა სატელევიზიო კარიერა დაიწყო და გარდა ამისა, [[General Electric]]-ის ქარხნებში მუშებისთვის სამოტივაციო სიტყვით გამოდიოდა. [[1950]]-იანი წლებიდან, რეიგანის პოლიტიკურმა შეხედულებებმა მარვჯვნივ დაიწყო გადაწევა. [[1962]] წელს, მან [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატების]] რიგები დატოვა და [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელთა]] ბანაკში გადაინაცვლა. [[1964]] წელს, რეიგანი სიტყვით გამოვიდა [[ბარი გოლდუოტერი]]ს საპრეზიდენტო კამპანიის მხარდასაჭერად, რომელმაც მას პოპულარობა და მხარდამჭერთა ბაზა გაუჩინა, რის შემდეგაც, [[1966]] წელს, იგი კალიფორნიის გუბერნატორად აირჩიეს. გუბერნატორობის პირველი ვადის დროს, რეიგანმა გაზარდა გადასახადები, შტატის ბიუჯეტი დეფიციტიდან პროფიციტამდე მიიყვანა, არ წავიდა დათმობაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან და აქციების დროს შტატში ეროვნული გვარდიის ნაწილები შეიყვანა. 1970 წელს რეიგანი მეორე ვადაზე აირჩიეს. [[1968]] და [[1976]] წლებში, რეიგანმა მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში და ორჯერვე დამარცხდა. 1980 წელს მან გამარჯვება მოახერხა და საპრეზიდენტო არჩევნებში იმდროინდელი პრეზიდენტი [[ჯიმი კარტერი]] დაამარცხა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რონალდ_რეიგანი“-დან