ნიკო კეცხოველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე კეცხოველი''' (დ. 26 დეკემბერი, 1897, ს...
 
+კატ.
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
[[1926]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს პედაგოგიური ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1929-იდან თსუ-ის ბოტანიკის კათედრის დოცენტია, ხოლო 1933 წლიდან — ამ კათედრის უცვლელი გამგე. იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების თავმჯდომარე (1942-1957), ბიოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე (1957-1963), ვიცე-პრეზიდენტი (1943-1945), თსუ-ის რექტორი (1945-1952). [[1963]] წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს ბოტანიკოსთა საზოგადოების დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავმჯდომარე. [[ქსე]]-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. ძირითადი შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. აქვს მრავალი ლიტერატურული ნარკვევი, ნოველა და მოთხრობა („თოვლიან მთებში“, 1927; „ცხრათვალა მზის ქვეშ“, 1968; „მორბის არაგვი არაგვიანი“, 1971; „არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია“, 1974, რუსთაველის სახელობის პრემია, 1975; „მეცხრე მთაც გადავიარე“, 1976; „კიდევაც დაიზრდებიან“, 1978). თავის მხატვრულ ნაწარმოებებში კეკელიძე გვევლინება როგორც ბიოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, ბუნების სიმდიდრეთა და მშობლიური მხარის ღირსშესანიშნაობათა დამცველი. მიღებული აქვს საკავშირო საზოგადოება „ცოდნის“ პრემია (1975), თსუ-ის პრემია (1975). საქართველოს I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 3 [[ლენინის ორდენი]]თ, 3 [[შრომის წითელი დროშის ორდენი]]თ, [[საპატიო ნიშანი|„საპატიო ნიშნის“ ორდენი]]თ, ი. გოგებაშვილის სახელობის (1960), ი. ჯავახიშვილის სახელობის (1970) და სხვა მედლებით.
 
 
==ლიტერატურა==
Line 10 ⟶ 9:
 
{{DEFAULTSORT:კეცხოველი, ნიკოლოზ}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი ბოტანიკოსები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1897]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_კეცხოველი“-დან