აბდულა-ბეგი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''აბდულა-ბეგი''', ''არჩილი'' — ქართლის მეფის [[იესე (ალიყული-ხანი)|იესეს]] (ალიყული-ხანის) ძე, სამეფო ტახტის პრეტენდენტი. [[1737]] წელს აბდულა-ბეგი ირანელებმა ქართლის გამგებლად ([[ნაიბი|ნაიბად]]) დანიშნეს, მაგრამ იმავე წელს უკან გაიწვიეს. 40-იანი წლების დამდეგს ნომინალურად ისევ ქართლის გამგებლად ითვლებოდა, ფაქტობრივად კი თბილისში მჯდომი ირანელი ხანის მრჩეველი იყო. [[1744]] წელს, ქართლში [[თეიმურაზ II|თეიმურაზ II-ისა]] და კახეთში [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] გამეფების შემდეგ საუფლისწულოდ გადასცეს [[ქვემო ქართლი]]. [[1747]] წელს თეიმურაზ II ირანს გაემგზავრა და ქართლის მმართველობა ერეკლე II-ს დაავალა, ხოლო აბდულა-ბეგი დამხმარედ დაუტოვა. აბდულა-ბეგმა გამეფება მოინდომა, გამაგრდა თავის რეზიდენციაში - [[სამშვილდე|სამშვილდის]] ციხეში, დამხმარედ მიიწვია დაღესტნელი მოთარეშენი, მიიმხრო თბილისის ციხეში მყოფი [[ყიზილბაშები]] და ერეკლე II-ს შეებრძოლა. ბრძოლა მთელ წელიწადს გაგრძელდა და [[1748]] წელს ერეკლეს გამარჯვებით დამთავრდა.
 
==ოჯახი==