ოზურგეთის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
რუს-ქართველთა ჯარის განკარგულებაში იყო 11 ბატალიონი (ქვეითი), 4 ასეული (დონელი კაზაკები), მილიციის 6 ქვეითი და 5 ცხენოსანი ასეული (იმერეთისა) და 6 ქვეითი რაზმი (გურიისა), სულ 10 ათასი ჯარისკაცი. თურქთა ჯარი, რომელსაც სინანფაში (სელიმ-ფაშა) სარდლობდა, 35 ათასი ჯარისკაცს ითვლიდა. გენერალი ანდრონიკაშვილმა მტერზე სწრაფი იერიშის მიტანა გადაწყვიტა. 4 ივნისს დილით „გურიის რაზმმა“ მტრის მოწინავე რაზმი დაამარცხა, მდ. ჩოლოქისაკენ დაეშვა და თურქებს უკანდასახევი გზა მოუჭრა, შემდეგ ჩოლოქი გადალახა და მტრის პირისპირ დადგა. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შემდეგ რუს-ქართველთა მხედრობა ბრძოლაში ჩაება და, მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედავად, დიდი მსხვერპლით წინ მიიწევდა. კავალერიის ბრძოლაში ჩაბმის შემდეგ ჯარის სხვა ნაწილებიც ფართო შეტევაზე გადავიდნენ. ხელჩართულ ბრძოლაში თურქები შედრკნენ და უკან დაიხიეს. რუს-ქართველთა ცხენოსნებმა მტერს ქობულეთამდე სდიეს. მტერმა დაკარგა 4 ათასი მებრძოლი, 15 ქვემეხი, 36 დროშა და 3 ბანაკი, ქართველთა ჯარმა - 1500 კაცი. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ქართული მილიცია წმ. გიორგის დროშით დააჯილდოეს. ჩოლოქის ბრძოლაში გამარჯვებამ ჩაფუშა მტრის ცდა, სურამის გზით შეეერთებინა ახალციხე-ახალქალაქისა და ბათუმის კორპუსები.
 
===ფირალობა===
===ბატონყმობის შემდეგ===
{{მთავარი|ფირალი}}
 
ქუთაისის გუბერნიაში ბატონყმობის გაუქმება გამოცხადდა 1865 წლის 13 ოქტომბერს. განსხვავებით თბილისის გუბერნიისგან, აქ მემამულეებმა გლეხებს წაართვეს არამხოლოდ მათ სარგებლობაში არსებული, არამედ მემკვიდრეობით მიღებული და ახალშეძენილი მიწებიც. ოზურგეთის მაზრაში მიწის მთელი ფონდი მებატონეთა და ხაზინის საკუთრებას წამოადგენდა. გლეხის მამულის ოდენობა 900 კვადრატულ საჟენს არ აღემატებოდა. ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გურიის ყველა სასოფლო საზოგადოებაში გაიხსნა სკოლა. სკოლებში სწავლების ხარისხი მაღალი არ იყო, მასწავლებლებად ძირითადად სოფლის კანცელარიის მწერლები იყვნენ.
 
[[1877]]-[[1878]] წლებში გურიაში გადიოდა [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. ომის დროს მთელ საქართველოში რუსის ჯარის დასახმარებლად დიდი მოძრაობა და ფართო აგიტაცია-პროპაგანდა გაჩაღდა. 1876 წელს ჩამოყალიბდა ოზურგეთის მაზრის მცხოვრებთაგან შემდგარი მოხალისეთა მილიცია. ნაცვლად გაწვეული ათასი ადამიანისა, შეიკრიბა სამი ათასი მოხალისე. ცნობილია 16 ლიხაურელი გლეხი, რომლებიც მოხალისეებად ჩაეწერნენ მილიციაში და 1877 წლის 23 ოქტომბერს, [[ბათუმი]]ს მიმართულებით შეტევის დროს დაიღუპნენ. გურულები მონაწილეობდნენ ბრძოლებში ციხისძირის, ქობულეთის, ჩაქვის, არდაგანისა და ყარსის მიდამოებში. ბევრი გურული მილიციაში არამხოლოდ პატრიოტული მოსაზრების გამო ეწერებოდა, არამედ იმიტომაც, რომ მილიციის წევრობა იძლეოდა უპირატესობებს. მილიციის წევრი დაცული იყო პრისტავის თვითნებობისგან, არ იხდიდა გზის საერთო ბეგარას.
 
ომის დასრულების შემდეგ მთავრობამ მიუხედავად დაპირებისა, არ დაშალა მილიციის რაზმი, რის გამოც მრავალი ოჯახი მუშახელის გარეშე დარჩა. შეიარაღებული გლეხობა კი პოტენციურ დამნაშავეებაად იქცა. XIX საუკუნის 80-90-იან წლებში ფართოდ გავრცელდა [[აბრაგი|ფირალობა]]. ცნობილი ფირალები იყვნენ [[ნიკოლოზ მეხუზლა]], [[სისონა დარჩია]], [[დათულია სურგულაძე]], ([[მაკვანეთიგიორგი ჭყონია]]დან), [[გოგია ლომჯარია]], [[დათა მიქელაიშვილი]] ([[მელექედური]]დან). 1880 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც პოლიციამ ვერაფერი გააწყო, ფირალებთან საბრძოლველად გაიგზავნა „მესამე ქვეითი გურიის დრუჟინის სოტნა“, რომელიც ცოტა ხანს ოზურგეთში გაჩერდა, შემდეგ კი ჯარისკაცები იმ სოფლებში ჩააყენა, სადაც ფირალები იყვნენ. ამ საშუალებით რამდენიმე ტყეში გავარდნილიც შემოირიგეს და ოთხი თვის განმავლობაში მაზრაში სიმშვიდემაც დაისადგურა, მაგრამ სიმშვიდე მალევე დაირღვა. 1882 წელს დაძაბული ვითარების გამო ოზურგეთში ჩავიდა კავკასიის ახლადდანიშნული მთავარსარდალი [[ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი]].<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/166655/1/Droeba_1882_N149.pdf გაზეთი „დროება“ N149 გვ. 2-3 1882 წ.]</ref> მან საზოგადოება გააფრთხილა, რომ ფირალების მფარველი სასტიკად დაისჯებოდა. ამან შედეგი გამოიღო, გუბერნატორს რამდენიმე ფირალი გადასცეს, ხოლო ორი ფირალი მოკლეს. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, ფირალების რიცხვი შემცირების ნაცვლად, იზრდებოდა. 1882 წელსვე დონდუკოვ-კორსაკოვმა ოზურგეთის მაზრა ჩამოაშორა ქუთაისის გუბერნიას და ბათუმის სამხედრო გუბერნატორს განკარგულებაში გადასცა. წესრიგის აღსადგენად მაზრაში გაიგზავნა სამეხდრო გუბერნატორის განკარგულებაში მყოფი ხოპერის კაზაკთა პოლკის ორი ასეული, ხოლო ქობულეთში — ერთი ბატალიონი. ამგვარად, ფირალობის განვითარებამ გურიაში გამოიწვია სოფლებში ჯარის ჩაყენება, ეგზეკუციის გამოყენება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, უფრო შეავიწროვა და ეკონომიკურად დასცა. მთავრობის მიერ გატარებულმა სასტიკმა ზომებმა დროებით შეანელა ფირალობის აღმავლობა, მაგრამ 1888 წლიდან ფირალობა ისევ ძლიერი ტემპით განვითარდა. გურია გადაიქცა ფირალების სათარეშო ასპარეზად და მთავრობის საექსპერიმენტო ადგილად. 1887 წლიდან დააწესეს ხევისთავების ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებდა და მალევე გადააგდეს. იმავე წლიდან შემოიღეს სალდათად გაყვანა, და სათემო დარაჯობა. ამ ზომებმა ფირალობა ვერ შეაჩერა, სამაგიეროდ ხალხი უფრო შეაწუხა.
1884 წელს ეპიკოპოსმა [[ალექსანდრე (ოქროპირიძე)|ალექსანდრემ]] გურული გალობის აღსადგენად თავისი ხარჯით გურიაში გალობის კაბინეტი დააარსა. ორი მგალობელი, [[მელქისედეკ ნაკაშიძე]] და სვიმონ მოლარიშვილი დადიოდნენ გურიის სოფლებში და ხალხს უფასოდ ასწავლიდნენ გალობას.<ref>გაზეთი „მწყემსი“, N17 — 1884 წ.</ref>