53 986
რედაქტირება
(→სქოლიო) |
|||
პროკოფი კესარიელის დროს (VI საუკუნეში) ქალაქი აფსარი აუკლიათ და დაურბევიათ<ref>De bello gothico, VIII 2, გეორგიკა, II, 95.</ref>. სამწუხაროდ ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება ამ დარბევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის (536-582) ჩვენებით, აფსარი ისევ ქალაქად იხსენიება. ამასთან ერთად ამ ქალაქში მთავარი სატუსაღო ყოფილა, სადაცმოუთავსებიათ გუბაზ მეფის მკვლელები რუსტიკე და იოანე<ref>აგათა სქოლასტიკოსი, «Византийский Временник», 1950, III, стр 312</ref>. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აფსარი კვლავ სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა. ცხადია, იგი კვლავ განახლებულა.
აფსარს VII საუკუნის ბერძნული წყაროც იხსენიებს „პარემბოლე აფსაროსის“ სახელწოდებით<ref>Chronicon Paschale, გეორგიკა, IV, ნაკვეთი I, გვ. 10</ref>. პარემბოლე ისეთ ბანაკს ეწოდებოდა, რომელსაც იმპერიის საზღვრის დაცვა ევალებოდა. აფსარი VIII საუკუნის ქართულ წყაროშიც გვხვდება. მწერალი [[იოანე საბანისძე]] დასავლეთ საქართველოს საზღვრების ჩამოთვლისას იხსენიებს: „საყოფელი იგი აფსარეაისა“.
ამ რეგიონში აღმოცენდა [[კოლხური კულტურა|კოლხური]] ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: [[დაიაენი]] და [[კულხა]] (ძვ.წ. XIII-VIII სს.)
გვიან შუა საუკუნეებში გონია და [[რკინის პალო]]ს მთის აქეთური [[ჭანეთი]] ხან [[ჯაყელები|ჯაყელთა]] მფლობელობაშია და ხან — [[ვარდანიძეები]]ს.
[[File:გონიოს ციხე-სიმაგრე, კასტელის ნახატი.jpg|thumb|250პქ|გონიოს ციხე-სიმაგრე, კასტელის ნახატი]]
[[1547]] წელს ჭანეთი გონიითურთ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] დაიპყრეს.
==არქეოლოგიური ექსპედიციები==
|