სელენე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[ჰომეროსი]] თავის პოემებში ჯერ არ თვლის ქალღმერთად, მაგრამ ერთ ჰიმნში მას მარად სხივოსან, ბრძენ, „თეთრკულულებიან ქალღმერთს“ უწოდებს, გრძელი ფრთებითა და ოქროს შარავანდედით დამშვენებულს. თავისი ძმის, ჰელიოსისგან განსხვავებით, რომელიც ეტლით დაფრინავს ცაში და ყველას თვალს სჭრის თავისი ნათებით, სელენე ბევრად უფრო წყნარია. მისი ეტლი, რომელშიც არის შებმული ორი ცხენი, ჯორი ან ხარი (ამ უკანასკნელის რქები ნახევარმთვარის სიმბოლოა), სიბნელეში მშვიდად მოძრაობს და მკრთალი შუქით ახარებს ადამიანებს.
 
ჰომეროსისვე ცნობით, სელენე ზევსმა შეიყვარა და მასთნმალევე მასთან [[პანდეია]] ეყოლა. ათენელთა ზევსის დღესასწაულებზე პანდეიაც შედიოდა. სელენეს შეუყვარდა ახალგაზრდა მოკვდავი ენდიმიონი და ზევსს მისთვის უკვდავება სთხოვა, მაგრამ დაავიწყდა მარადიული სიჭაბუკეც ეთხოვა, ამიტომ ენდიმიონი დაბერდა და გამოქვაბულში წავიდა, სადაც სელენე ღამით ეტლს შეაჩერებს, ჩადის და დასქცერის მწუხარებით. სწორედ ესაა მისი სევდის მიზეზი. ყველაფრის მიუხედავად ენდიმიონთან ეყოლა 50 ასული, რომელიც ოლიმპოს კალენდრის 50 თვეს შეესაბამება.
[[File:Altar Pérgamo Selene 02.JPG|thumb|left|სელენე აჭენებს ცხენს]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სელენე“-დან