გორაბერეჟოული: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ წაიშალა კატეგორია:ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები; დაემატა კატეგორია:გორაბერეჟოულის თემის სოფლები გაჯეტ HotCat-ით |
|||
ხაზი 47:
არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია. 1963 წელს აღმოჩნდა ამ პერიოდით დათარიღებული [[კერამიკა|კერამიკის]] ნაშთები ერისთავების ყოფილი ბაღის ტერიტორიაზე.
სოფელი წარმოადგენდა ე.წ. საერისთაოს ცენტრს, საერისთაო, ანუ ერისთავების ფეოდალური საგვარეულოს ტერიტორია ვრცელდებოდა მდინარე გუბაზოულიდან საწაბლიოს სერამდე. გორაბერეჟოულში იყო ერისთავების რეზიდენცია. გორაბერეჟოულში დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. აქ მიხეილ ერისთავის მამულში გადარგეს [[ჩაი]]ს ნერგები [[ოზურგეთი]]დან, [[მამია V გურიელი]]ს ბაღიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი 1864 წელს და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანქტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.<ref>[http://vinoge.com/samzareulo/Cai-saqarTveloSi ჩაი საქართველოში]</ref>. 1908 წლისთვის გორა და ბერეჟოული ცალ-ცალკე სოფლებად იყო აღწერილი. ორივე სოფელი [[ჯვარცხმა|ჯვარცხმის]] სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1912 წელს სოფელში გაიხსნა საკრედიტო ამხანაგობა, რომელშიც 2000 ადამიანი იყო გაწევრებული.<ref>[https://dlib.rsl.ru/viewer/01003824986#?page=448 Кавказский календарь на 1914 год]</ref>
საბჭოთა პერიოდში ერისთავების მამულის ტერიტორიაზე გაშენდა გორაბერეჟოულის ტყე-პარკი და აიგო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. განვითარებული იყო [[მეჩაიეობა]], [[მესიმინდეობა]], [[მევენახეობა]], [[მეცხოველეობა]],
==დემოგრაფია==
|