ძუკუ ლოლუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16:
 
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ძუკუ ისევ დაუბრუნდა თავის საქმიანობას. [[1904]] წელს, [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] [[სოხუმი|სოხუმის]] გამგეობის ხელმძღვანელის-[[მაშო ანჩაბაძე|მაშო ანჩაბაძის]] მიწვევით, იგი სამოღვაწეოდ სოხუმში გადავიდა და დააარსა სამკითხველო "[[დიოსკურია]]" (სოხუმის ანტიკური სახელწოდება), სადაც ცხოვრობდა კიდეც. მან მოკლე ხანში მოახერხა, შეეკრიბა ოთხმოცამდე მომღერალი და ჩამოეყალიბებინა გუნდი, რომელთან ერთადაც აქტიურად შეუდგა მუსიკალურ მოღვაწეობას. ლოლუას გუნდი აერთიანებდა მომღერლებს დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხიდან. რეპერტუარში მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც ძუკუმ სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა, [[ფონოგრაფი|ფონოგრაფზე]] ჩაიწერა და ისწავლა. გუნდი გარდა კვირისა, ყოველდღე მეცადინეობდა. ამის წყალობით, იმავე წლის 25 სექტემბერს უკვე მოხერხდა პირველი კონცერტის ჩატარება, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მიუხედავად სიძნელეებისა, გუნდმა კონცერტი [[სოჭი (ქალაქი)|სოჭშიც]] გამართა. ამგვარად, ძუკუ ლოლუას ზრუნვით აფხაზეთში ქართული კულტურის კიდევ ერთი მძლავრი კერა გაჩნდა. მის გუნდში აღიზარდნენ შემდეგში გამოჩენილი მომღერლები და ლოტბარები [[გეგეჭკორი, კიწი|კიწი გეგჭკორი]], [[შელეგია რომანოზ (რემა)|რომანოზ (რემა) შელეგია]], [[პაჭკორია კირილე|კირილე პაჭკორია]], [[გაბელია, პორფილე|პორფილე გაბელია]], [[ფანცულაია, პლატონი|პლატონ ფანცულაია]], [[ბაბილუა, ვლადიმერი|ვლადიმერ ბაბილუა]], [[ხავთასი მიხეილი|მიხეილ ხავთასი]], [[ხურცია, ნოკო|ნოკო ხურცია]], [[კოზმავა, ვანო|ვანო კოზმავა]], [[ძიაფშიფა, ძრიკი|ძღიკი ძიაფშიფა]], [[ანუა, მაქსიმე|მაქსიმე ანუა]], [[ალანია, ანდრი|ანდრი ალანია]].
[[სურათი:Dzuku loluas gundi.jpeg|მინი|300პქ|მარცხნივ|ძუკუ ლოლუას ფოთის გუნდი, 1919 წ.]]
 
[[1910]]-11 წლებში გუნდის რეპერტუარი, მეგრული და აფხაზური სიმღერების გარდა, გურული, იმერული და სვანური სიმღერებით გამდიდრდა. [[1914]] წელს გუნდმა საკონცერტო მოგზაურობა მოაწყო დასავლეთ საქართველოს ქალაქებში. დიდი პოეტის [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] იუბილეზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ გუნდი თბილისშიც მიიწვიეს. კონცერტი [[1917]] წლის 26 [[აგვისტო|აგვისტოს]] ჩატარდა და დიდი წარმატება ხვდა წილად, როგორც მსმენელთა, ისე-პრესის მხრიდანაც.
 
ხაზი 25:
[[1924]] წელს ძუკუ ლოლუა მოულოდნელად ტიფით დაავადდა და გარდაიცვალა 47 წლის ასაკში. მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მომღერალთა უკვე საქვეყნოდ ცნობილ კოლექტივს "ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის გუნდი" ეწოდა.
ძუკუ ლოლუას ხმის ჩანაწერი არ შემონახულა. ამის მიუხედავად, მისი ღვაწლი ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის წინაშე უზარმაზარია. <blockquote>"ჩემს ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას არ ვზოგავდი, იმისათვის, რომ ჩემი წვლილივ ყოფილიყო ჩვენი ხალხისა და მომავალი თაობის აღზრდის საქმეში"- აღნიშნავდა ძუკუ ლოლუა. </blockquote>თავის სიცოცხლეში მან დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა. ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც. თავის ნაწერებში იგი იცავდა ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, ხალხურ სიმღერას საკომპოზიტორო ხელოვნების "ორეულად" მიიჩნევდა, ცდილობდა, ორგანიზება გაეკეთებინა ქართული მომღერლებისა და კომპოზიტორების კონფერენციისათვის, სადაც ქართული სიმღერის პრობლემებზე იმსჯელებდნენ. ძუკუ ლოლუა დღემდე მიიჩნევა "მეგრული ხალხური სიმღერის პატრიარქად".
[[სურათი:Dzuku loluas gundi.jpeg|მინი|300პქ|ძუკუ ლოლუას ფოთის გუნდი, 1919 წ.]]
 
 
 
 
 
 
 
<br />
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://geofolkstories.blogspot.com/2015/11/blog-post_23.html ძუკუ ლოლუა - პატარა საუბარი ხალხურ სიმღერასა და გალობაზე]
 
{{DEFAULTSORT:ლოლუა, ძუკუ}}
 
[[კატეგორია:ქართველი ლოტბარები]]
[[კატეგორია:დაბადებული 8 აპრილი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძუკუ_ლოლუა“-დან