ზიარის უსანეთის ეკელსია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ზიარის უსანეთის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი მდებ...
 
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ზიარის უსანეთის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ზიარი|ზიარში]], დგას სოფლის შუაში. განეკუთვნება [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეს]].
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Liza samxaradze|Liza samxaradze]]|2=2020 წლის 26 თებერვალი}}
 
'''ზიარის უსანეთის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ზიარი|ზიარში]], დგას სოფლის შუაში.განეკუთვნება [[XIX საუკუნე|XIX საუკუნეს]].[[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]], [[აფსიდა|უაფსიდო]]. ნაგებია [[რიყის ქვა|რიყის ქვითა]] და ნატეხი ქვით; წყობაში თანაბარი ინტერვალებით ჩატანებულია [[აგური|აგურის]] სარტყლები. კარ-სარკმელთა [[ღობი|ღიობები]] გამოყვანილია კვადრატული [[აგური|აგურით]],ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესილი და შეთეთრებულია. [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესიას]] ორი შესასვლელი აქვს; სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კარი ორფრთიანია,ჩასმულია სწორკუთხა ალათაში და გარედან ნახევარწრიული ტიმპანიტაა დასრულებული. ინტერიერი განათებულია ხუთი განიერი და მაღალი [[თაღი|თაღოვანი]] სარკმლით. მათგან ერთი აღმოსავლეთითაა,ხოლო ორ-ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ,გრძივ კედლებში, სარკმლები შემინულია და გარედან [[ლითონი|ლითონის]] გისოსები აქვთ. შიგნით ეკლესია გადახურულია ისრული ფორმის შეფიცრული [[კამარა|კამარით]]. გარედან ოთხივე კუთხეს აუყვება [[აგური|აგურით]] გამოყვანილი [[პილასტრი|პილასტრისებრი]] შვერილი, რომელიც ვიწრო თარაზული ღარებით დანაწევრებულია თანაბარი სიმაღლის ნაწილებად, თითო მსგავსი [[პილასტრი|პილასტრია]] გრძივი ფასადების შუაშიც. [[პილასტრი|პილასტრები]] დაგვირგვინებულია [[აგური|აგურით]] ნაწყობი მაღალი ოთხსაფეხურიანი კაპიტელით. იმავე პროფილისაა გრძივი ფასადების [[ლავგარდანი|ლავგარდანიც]],განივ ფასადებზე კი იგი ორსაფეხურიანია. [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესიის]] ორივე შესასვლელი ჩასმულია სადა,თაღოვან ჩარჩოში. სარკმლებს, ზემოდან და გვერდებზე ევლება დეკორატიული არშია, რომელიც გამოყვანილია კედლის სიბრტყიდან გამოშვერილი და ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაცილებული [[აგური|აგურებით]]. ოთხივე ფასადის კიდეებთან, სარკმელთა გადახურვის დონეზე ჩარჩოში ჩასმული წრიული ჩაღრმავებაა. განივ ფასადებზე,[[ფრონტონი|ფრონტონის]] არეში, თითო მარალი რელიეგური [[ჯვარი|ჯვარია]] გამოსახული. გაცილებით პატარა და კედლის სიბრტყეში შეღრმავებული თითო [[ჯვარი|ჯვრის]] გამოსახულებაა გრძივი ფასადების აღმოსავლეთ ნაწილში. ეკლესიის დასავლეთ [[ფრონტონი|ფრონტონის]] წვერზე დადგმულია დაბალი, [[აგური|აგურით]] ნაშენი ოთხწახნაგა [[სამრეკლო]]. ეკლესია გადახურულია თუნუქის ორკალთა სახურავით.
 
==ლიტერატურა==
{{სძა|1-1|165|დვალი თ.დვალი}}
 
[[კატეგორია:გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]