აპაჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''აპაჩი''' — [[ამერიკა|ამერიკის]] მკვიდრი, კულტურად მონათესავე ტომების ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ მხარეს და მოიცავს [[ჩირიკაუა]]ს, [[ხიკარილია]]ს, [[ლიპანი]]ს, [[მესკალერო]]ს, [[სალინერო]]ს, [[ვაკის აპაჩები|კაიოვა]]სა და [[დასავლეთის აპაჩები|დასავლეთ აპაჩის]] ტომებს. აპაჩის ტომი ნავახოს ტომის შორეული ნათესავია, რომლებთანაც აქვთ საზიარო სამხრეთ ათაბასკური ენები. აპაჩის თემი არსებობს ოკლაჰომაში, ტეხასში, ასევე რეზერვაციები არიზონასა და ნიუ-მექსიკოში. აპაჩის ხალხი გადაადგილდებოდა შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე და სხვაგან, მათ შორის ურბანულ ცენტრებში. აპაჩის ხალხები პოლიტიკურად ავტონომიურები არიან, საუბრობენ სხვადასხვა ენებზე და გააჩნიათ განსხვავებული კულტურები.
 
ისტორიულად, აპაჩების სამშობლო მოიცავდა მაღალმთიანეთს, დაცულ და მორწყვად ველებს, ღრმა კანიონებს, უდაბნოებს, და სამხრეთის დიდ ვაკეებს, მათ შორის ის რაც დღეისთვის არის აღმოსავლეთი არიზონა, ჩრდილოეთი მექსიკა (სონორა და ჩიხუახუაჩიუაუა) და ნიუ-მექსიკო, დასავლეთი ტეხასი და სამხრეთი კოლორადო. ამ ადგილებს კრებითად ეძახიან აპაჩერიას. აპაჩის ტომები, საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ ესპანელი და მექსიკელი ხალხების შემოსევას. მიიჩინევა, რომ აპაჩების პირველ თავდასხმას სონორაზე, ადგილი ჰქონდა გვიან მე-17 საუკუნეში. მე-19 საუკუნის შეტაკებებში, ამერიკულ-ინდიური ომების დროს, აშშ-ის ჯარებმა აღმოაჩინეს, რომ აპაჩემი იყვნენ სასტიკი მეომრები და ბრწყინვალე საომარი სტრატეგები.
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აპაჩი“-დან