ორჰან ქემალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Remove inaccessible file:// url
 
ხაზი 34:
 
== ბიოგრაფია ==
ორჰან ქემალი დაიბადა [[1914]] წლის [[15 სექტემბერი|15 სექტემბერს]] ადანაში. ბავშვობის პირველი წლები ადანაში გაატარა. პირველი მსოფლიო ომის დროს მისი ოჯახი იძულებული გახდა გადასულიყო [[ნიღდე|ნიღდეში]], შემდეგ კი [[კონია|კონიაში]]. კონიაში ცხოვრების პერიოდში დაიწყო სახელმწიფო ამბოხი. მწერლის მამა აბდულქადირ ქემალი ოღუთჩუ, რომელიც ადვოკატი იყო, თურქეთის ეროვნული ძალების შემადგენლობაში შედიოდა. ამბოხების დასრულების შემდეგ ის გადაინაცვლა [[თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა|თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში]]. ამ პერიოდში ოღუთჩუები უკვე [[ანკარა|ანკარაში]] ცხოვრობდნენ. [[1923]] წელს ორჰან ქემალი ოჯახთან ერთად ბრუნდება ადანაში. მამამისმა დაიწყო გაზეთ „თოქსოზის“ გამოცემა. თურქეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) მიერ მშვიდობის უზრუნველყოფის კანონი იქნა მიღებული. ამ კანონის შედეგად გაზეთი „თოქსოზი“ და სხვა გაზეთების გამოცემა შეწყდა. აბდულქადირ ქემალი კი 11 თვით დააპატიმრეს. მიუხედავად იმისა, რომ მწერლის მამა აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში, ორჰან ქემალი არ ინტერესდებოდა ამით. [[1930]] წელს მამაისი იძულებული გახდა [[თურქეთი|თურქეთიდან]] [[სირია|სირიაში]] გაქცეულიყო. [[1931]] წელს კი მთელი ოჯახით [[ბეირუთი|ბეირუთში]] დასახლდნენ<ref>file:///C:/Users/Administrator/Desktop/220198.pdf - ORHAN KEMAL’in HAYATI, ESERLERİ ve ORHAN KEMAL UYARLAMALARININ TÜRK SİNEMASINDAKİ YERİ - {{ენისხატულა|tr|თურქული}}</ref><ref>[http://www.turkishculture.org/literature/literature/turkish-authors/orhan-kemal-253.htm ORHAN KEMAL (1914 – 1970)]</ref>.
 
ცხოვრების ერთი წელი ორჰან ქემალმა სირიაში გაატარა, რის შემდეგაც დაბრუნდა სამშობლოში. აქ მან დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება. ქემალმა ბამბის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. აქ იგი სხვადასხვა თანამდებობეზე იყო - დაწყებული უბრალო მუშით, დამთავრებული ქარხნის მდივნით. მისი ცხოვრების მძიმე წლები აისახა მის ნაწარმოებში. [[1937]] წელს ქარხანაში გაიცნო ახალგაზრდა გოგონა ნურიე, რომელიც შემდგომში მისი მეუღლე გახდა. ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ქალიშვილი ილდიზი<ref name=":0">[https://www.livelib.ru/author/237232-orhan-kemal Орхан Кемаль] </ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორჰან_ქემალი“-დან