დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.252.244-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Randykitty-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 9:
პირველი ევროპელები, რომლებმაც დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს მიაგნეს [[სკანდინავია|სკანდინავიის]] მკვიდრი — [[ნორმანები]] იყვნენ. ზღვაოსნობაში გაწაფული ნორმანები ჯერ კიდევ XI საუკუნის დასაწყისში გადასხდნენ [[ისლანდია]]სა და [[გრენლანდია]]ში, საიდანაც [[ჩრდილოეთ ამერიკა]]ში გადავიდნენ. მაგრამ [[ნორმანები|ნორმანთა]] მიერ აღმოჩენილი ახალი სამყარო დანარჩენი [[ევროპა|ევროპისათვის]] უცნობი დარჩა. ეს აღმოჩენა ნაადრევი გამოდგა, ვინაიდან [[ევროპელები|ევროპელებს]] იმ დროისათვის ჯერ კიდევ არ სჭირდებოდათ [[ამერიკა]]. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა თვით [[სკანდინავიელები|სკანდინავიელებმაც]] მიივიწყეს.
 
XV საუკუნისთვის [[ევროპა]]ში განხორციელდა დიდი ტექნიკური ძვრები; [[კომპასი]]ს სრულყოფის შემდეგ მეზღვაურთათვის უსაფრთხო გახდა ღია ზღვაში გასვლა, წინანდელი მოუხერხებელი გემები შეცვალა სწრაფმავალმა მსუბუქმა გემებმა — „კარაველებმა“, რომლებსაც ჰქონდათ სამი ანძა პირდაპირი და დახრილი იალქნებით და მოძრაობა შეეძლოთ არა მარტო ზუგქარის, არამედ გვერდქარის დროსაც. [[ევროპა]]ში განვითარდა სამხედრო ტექნიკაც. XVსაუკუნეშიXV საუკუნეში იყენებდნენ როგორც საალყო ზარბაზნებს, ისე საველე ზარბაზნებსაც. სრულყოფილი გახდა ხელის ცეცხლსასროლი იარაღიც. გაჩნდა მძიფე თოფები — „მუშკეტები“, რომლებითაც საკმაოდ ზუსტად ისროდნენ ორას ნაბიჯზე. ამგვარმა ტექნიკურმა სიახლეებმა ევროპულ სახელმწიფოებს ოკეანეში გაჭრისა და აღმოჩენილი ქვეყნების დაპყრობის საშუალება მისცა. მათ მიზნად დაისახეს ზღვებსა და ოკეანეებში გაეკვალათ ახალი გზები.
 
[[ევროპელები]]სათვის უცნობ შორეულ ქვეყნებამდე ყველაზე ადრე [[პორტუგალიელები|პორტუგალიელმა]] და [[ესპანელები|ესპანელმა]] მეზღვაურებმა მიაღწიეს.