ლელა ლომბარდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
|პორტრეტი = Lella-Garage-Reading-04.jpg
|ზომა =
|წარწერა = ლელა ლომბარდი საკუთარ გარაჟში სილვერსტონის ექვსსაათიანი რბოლის დროს, [[1976]] წელი.
|დაბსახელი = მარია გრაცია ლომბარდი
|მოღვაწეობა = ავტომრბოლელი
ხაზი 12:
|დაბ ადგილი = ფრუგაროლო, იტალია
| განათლება =
|მოქალაქეობა = იტალიელი{{დროშა|იტალია}}
|დაკრ ადგილი = [[მილანი]], [[იტალია]]
|ქვეშევრდომობა =
|ეროვნება = [[იტალიელი]]
| გარდ თარიღი = [[3 მარტი]], [[1992]] წელი
| გარდ ადგილი = [[მილანი]], [[იტალია]]
|მამა =
|დედა =
ხაზი 29:
'''ლელა ლომბარდი''' ({{lang-it|Maria Grazia "Lella" Lombardi}}, დ. [[26 მარტი]], [[1941]] – გ. [[3 მარტი]], [[1992]]) — იტალიელი ავტომრბოლელი ქალი.
 
ლელა ლომბარდი (ნამდვილი სახელი მარია გრაცია ლომბარდი) რჩება ერთადერთ ქალ მრბოლელად, ვინც მოახერხა [[ფორმულა 1|ფორმულა 1-ის]] გათამაშებაში ქულის მოპოვება.
 
==ბიოგრაფია==
ბავშვობიდან მისდევდა სპორტს, თავიდან დაკავებული იყო [[ხელბურთი|ხელბურთით]], შემდეგ კი [[ავტორბოლა|ავტორბოლებით]] დაინტერესდა. თავიდან მონაწილეობას იღებდა რალიში როგორც შტურმანი, მოგვიანებით კი მონაწილეობდა სხვადასხვა სახის ფორმულაში როგორც მრბოლელი. ფორმულა-ფორდში მექსიკის ჩემპიონატის მოგების შემდეგ [[1974]] წელს გადავიდა ბრიტანულ ფორმულა-5000-ში.
 
ლელა ლომბარდის დებიუტი ფორმულა 1-ში შედგა [[1974]] წლის [[20 ივლისი|20 ივლისს]], დიდი ბრიტანეთის დიდ პრიზზე Allied Polymer Group-ის საჯინიბოს შემადგენლობაში ავტომობილ ბრებჰემ ბტ-42-ის საჭესთან, თუმცა დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და მან კვალიფიკაციის გავლა ვერ მოახერხა. [[1975]] წელს ლელა ლომბარდიმ სრული სეზონი ჩაატარა March Engineering-ის შემადგენლობაში.<ref>{{cite web|url=http://www.ingenere.it/articoli/pioniere-lella-lombardi-preferisco-un-incidente-che-innamorarmi|title=Pioniere. Lella Lombardi: "Preferisco un incidente che innamorarmi"|date=25 August 2016|work=ingenere.it|accessdate=28 January 2017}}</ref>
 
ყველაზე დიდ წარმატებას ლელა ლომბარდიმ მიაღწია [[1975]] წლის [[ესპანეთის დიდ პრიზი|ესპანეთის დიდ პრიზზე]], რომელიც [[ბარსელონა|ბარსელონაში]] ჩატარდა. დასაწყისი არც ისე შთამბეჭდავი იყო: მხოლოდ 24-ე ადგილი კვალიფიკაციაში. უშუალოდ რბოლა კი ქაოსური გამოდგა: სტარტზევე ერთმანეთს შეეჯახნენ [[მარიო ანდრეტი]] და [[ნიკი ლაუდა]], [[არტურო მერცარიო|არტურო მერცარიოს]] და [[უილსონ ფიტიპალდისა|უილსონ ფიტიპალდისაც]] ბოქსებში შესვლა და რბოლის შეწყვეტა მოუწიათ, ორი წრის შემდეგ რბოლას კიდევ 2 პილოტი გამოეთიშა. მრავლობითი ავარიების შედეგად ლელა ლომბარდი რბოლის პირველ ნაწილშივე მოწინავე ათეულში აღმოჩნდა.
 
საბოლოოდ ესპანეთის დიდი პრიზი მხოლოდ 29 წრე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც ლიდერის პოზიციაზე მყოფი როლფ შტომელენი ტრასიდან გადავიდა და ავარიის შედეგად 5 მაყურებელი დაიღუპა, რბოლა შეწყდა. ლელა ლომბარდი იმ დროისათვის მე-6 ადგილზე იმყოფებოდა, რაც იმდროინდელი წესებით 1 ქულის მომტანი იყო, მაგრამ რადგანაც რბოლის 2/3-ზე ნაკლები ჩატარდა, წესდების თანახმად ქულები განახევრდა. ამ რბოლაში ლელა ლომბარდიმ დაამყარა რეკორდი, არც ერთ ქალ მრბოლელს მე-6 ადგილი ფორმულა 1-ის გათამაშებაში არ დაუკავებია და ჩასათვლელი ქულა არ მოუპოვებია.<ref>{{cite web|last=Mariantoni|first=Luca|title=Accadde oggi – 27 Aprile 1975|url=http://www.gazzetta.it/Rubriche/AccaddeOggi/accadde_oggi.shtml|work=La Gazzetta dello Sport|publisher=RCS|accessdate=27 April 2011}}</ref>
 
მომდევნო რბოლებში ლელა ლომბარდის საუკეთესო შედეგი იყო მე-7 ადგილი [[1975]] წლის გერმანიის დიდ პრიზზე, [[1976]] წელს მან სეზონში მხოლოდ პირველი რბოლა ჩაატარა, რის შემდეგაც ის გუნდში რონი პეტერსონმა ჩაანაცვლა, თუმცა შემდეგ 3 რბოლა ჩაატარა ახალი გუნდის, RAM-ის შემადგენლობაში. მონაწილეობა მიიღო ნასკარის რბოლაშიც, სადაც [[1977]] წელს 31-ე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ის ერთადერთი ქალია მსოფლიოში, რომელმაც DTM-შიც მიიღო მონაწილეობა.<ref>Haymarker, forix. "Reference". W8 - Who?. Geza Sury. http://www.forix.com/8w/lombardi.html</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლელა_ლომბარდი“-დან