მარო მაყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
77.92.236.138-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Tegel-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 58:
'''მარიამ (მარო) მაყაშვილი''' (დ. [[25 აგვისტო]], [[1902]], — გ. [[19 თებერვალი]], [[1921]]<ref>{{ru icon}} Чиковани, Юрий (2006), [http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000264/CHICUA.pdf Князья Макашвили. Князья Чичуа], c. 23. Тб.: Универсал, Грузинское генеалогическое общество</ref>) — საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და; დაიღუპა [[წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში|საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში]] [[თბილისი]]ს მისადგომებთან.
 
მარო მაყაშვილი დაიბადა თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, [[კონსტანტინე მაყაშვილი]] პოეტი და [[საქართველოს სსრ მწერალთა კავშირი|საქართველოს მწერალთა კავშირის]] ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ [[ეკატერინე გაბაშვილი]]ს ასული. დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტის]] სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. [[წითელი არმია|წითელი არმიის]] შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი [[მოხალისე]]დ წავიდა ფრონტზე, [[წითელი ჯვარი|წითელ ჯვარში]] ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა [[კოჯორი|კოჯრისკენ]] მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ქართველ იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად [[საქართველოს პარლამენტი]]ს შენობის ტერიტორია [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზირზე]]). შემორჩენილია მაყაშვილის დღიურები და წერილები.
.
 
სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი მსხვერპლი — ქალის დაღუპვა მძიმედ განიცადა ქართველმა საზოგადოებრიობამ, რაც აისახა იმდროინდელ პრესაში, მას ქართველი [[ჟანა დ’არკი]] უწოდეს. დაკრძალეს 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის გალავნის შიგნით, კოჯორში დაღუპულ ქართველ იუნკერებთან ერთად, ოღონდ საპირისპირო, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.<ref>ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 648, წელი 2002.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარო_მაყაშვილი“-დან