რუსთავის სიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სქოლიო - არ იძებნება, ამოვიღე ბმულები
ხაზი 16:
მშენებლობის ყოველი დღე ლოცვით იწყებოდა და სრულდებოდა. იყო შემთხვევა, რომ ხარაჩოდან გადმოვარდა ადამიანი, მაგრამ მთლიანობაში რუსთავის სიონის მშენებლობას მსხვერპლი არ მოჰყოლია<ref name="GZA-CHESHMARITEBISA"/>.
 
ტაძარი აგებულია [[ნიჩბისი]]დან მოტანილი ქვიშაქვით; ტაძრის მშენებლები აღნიშნავენ, რომ ეს არის ის ქვა, რომლითაც აშენდა [[სვეტიცხოველი]] და [[ანჩისხატი]]. [[XII საუკუნე|XII]]-[[XIII საუკუნე]]ების ტაძრების მსგავსად ინტერიერი აგურით ამოიყვანეს, რის შემდეგაც კედლები თლილი ქვით მოაპირკეთეს<ref name="NMB"/>.
 
რუსთავის სიონი გამორჩეულია ბოლო დროის ქართულ ტაძრებს შორის იმმხრივ, რომ მშენებლობისას არ გამოყენებულა თანამედროვე ტექნიკა; სამშენებლო მასალად მხოლოდ ქვაა გამოყენებული, დუღაბი კი ძველი ქართული ტრადიციული წესით დამზადდა და მის შემადგენლობაში კვერცხის გულიც შედის. როგორც ტაძრის არქიტექტორები აცხადებენ, ასეთი ტრადიციული წესით აგებული ტაძარი დროთა განმავლობაში უფრო მყარდება და საუკუნეებს უძლებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსთავის_სიონი“-დან