ჰეღოს კოშკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ჰეღოს კოშკები''' — კოშკები მდებარეობს [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]], [[თუშეთი|თუშეთში]], ნასოფლარ ჰეღოს[[ჰეღო]]ს განაპირას, აღმოსავლეთით. ერთმანეთისგან ორმოციოდე მეტრის დაშორებით. განეკუთვნებიან გვიანდელ შუა საუკუნეებს.
 
სხვადასხვა დონეზე, ერთმანეთისგან 8 მეტრის დაშორებით, დგას ორი კოშკი. ორივე ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. კოშკებში კუთხეები ყველა სართულზე გამაგრებულია დიაგონალურად გადებული ორ-ორი მოგრძო ფიქლით. ძეგლები დაზიანებულია: ჩამონგრეულია ორივე კოშკის სახურავები, ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილები და სართულშუა გადახურვები.
 
==სამხრეთის კოშკი ==
[[სამხრეთი]]ს კოშკი ექვსსართულიანია, გეგმით არაწესიერ ტრაპეციას უახლოვდება (7,2 X 7 მ). პირველ სართულზე შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარს ორივე მხრიდან შეისრული გადახურვა აქვს. სამხრეთ კედელში ერთი სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლების მარტივი პილასტრები მეორე სართულის ჭერამდე ადის. მეორე სართულის შესასვლელი გაჭრილია აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეში. კარი შეისრულთაღიანია. მის მარჯვნივ პარალელურწირთხლებიანი ირიბად გაჭრილი პატარა ღიობი და სარკმელია. სამხრეთ კედელში გაჭრილ ორივე სარკმელს საფეხურებიანი რაფები აქვს. დასავლეთ კედელში ორი ნიშია - ერთი პატარა და სწორკუთხა, მეორე - გეგმით ნახევარწრიული, საკმაოდ ღრმა და სათოფურიანი. ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. მესამე სართულზე შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარს შეისრული თაღი აქვს. კარის მარცხნივ, კედლის ჩრდილოეთ კიდეში, პატარა სარკმელია, სამხრეთ კიდესთან - სწორკუთხა ნიში. ორი მსგავსი სარკმელი სამხრეთ კედელშია, ერთი - დასავლეთისაში. დასავლეთ კედელში ერთი პატარა სწორკუთხა ნიშიცაა, ჩრდილოეთ კედელში - ორი. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, გარდა ამ ნიშებისა, თითო მოზრდილი, გეგმით ნახევარწრიული ნიშია. ჩრდილოეთ კედლის მოზრდილი ნიში სათოფურითაა აღჭურვილი. მეოთხე სართულის დასავლეთ კედელში ფართო ღიობია, მის ორივე მხარეს - თითო პატარა ნიში. ჩრდილო და აღმოსავლეთ კედლებში ორ-ორი სათოფურია, სამხრეთისაში - ერთი.
 
ორ-ორი მსგავსი სათოფური მეხუთე სართულის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ერთი - დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში. მეექვსე სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ფართო ღიობია. აღმოსავლეთ კედელში ერთი სალოდეცაა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰეღოს_კოშკები“-დან