ჯრუჭის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 62:
ჯრუჭის მონასტერს დიდი კვალი აქვს დატოვებული ქართულ კულტურაში. ის X საუკუნეშია დაარსებული და ერთ-ერთ გამორჩეულ კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. საყოველთაოდაა ცნობილი ჯრუჭის სახარება (ოთხთავი), რომელიც ქართული კალიგრაფიის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს და დაცულია [[საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტი|საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა სახელმწიფო ინსტიტუტში]]. იმას, რომ ჯრუჭი ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენდა, მოწმობს ეზოში დაყრილი ჩუქურთმები და სვეტთა ნაწილები, რომლებიც ერთ დროს ტაძრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ კედელზე დღესაც შემორჩენილი [[წმინდა გიორგი]]ს ბარეილიეფი, რომელზეც ორი წმინდა გიორგია გამოსახული, პირით ერთმანეთისაკენ. ერთ-ერთი მათგანი ებრძვის გველეშაპს ხოლო მეორე ბიზანტიის იმპერატორ [[დიოკლეტიანე]]ს. ეს ბარელიეფი უნიკალურია თავისი შინაარსით და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება.
 
[[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
==ლიტერატურა==
*{{ქსე|11|577|ბერაძე თ.}}
==სქოლიო==
 
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:საჩხერის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:საჩხერის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]