ხოსპიოს ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 57:
}}
 
'''ხოსპიოს ტაძარი''' — X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref> [[საქართველო|საქართველოში]], [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ხოსპიო|ხოსპიოში]] მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავნის]] მარჯვენა ნაპირას.
 
ტაძარი ნაგებია ნათალი სხვადასხვა ფერის [[ბაზალტი]]ს კვადრებით. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. აღმოსავლეთიდან მიმჯდარია მიწის ფერდობზე. კედლები სადაა და მოკლებულია ყოველგვარ ორნამენტს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია. მის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშები და სამალავებია. კონქი მხრებზე გადასულ თაღს ერყდნობა. საკურთხეველი მოგვიანებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კედლებს დაბლა საფეხური შემოუყვება. გრძივი კედლების შუაში ორსაფეხურიანი წყვილი [[პილასტრი|პილასტრია]]. ასეთივე ნახევარპილასტრებია დასავლეთი კედლის კიდეებშიც. პილასტრების ზედა საფეხურიდან კამარის საბჯენი თაღები გადადის, ქვედა საფეხურიდან კი დეკორატიული თაღებია გაკეთებული.