ფიჭვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
212.58.102.243-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{ტაქსოდაფა *
ფიჭვი_ ესა ხეარი ხანდაკელი გოიმი უიმეეე ქააააააააა
| სახელი =ფიჭვი
| სურათის ფაილი =Pinus pinaster.jpg
| სურათის წარწერა =ზღვისპირა ფიჭვი (''Pinus pinaster'')
| სურათის აღწერა =
| სამეფო = მცენარეები
| განყოფილება = [[წიწვოვანნი]]
| კლასი =[[წიწვოვანნი]]
| რიგი =[[ფიჭვისნაირნი]]
| ოჯახი =[[ფიჭვისებრნი]]
| გვარი =ფიჭვი
| ლათ =Pinus
| ვიკისახეობები =
| commons =
}}
'''ფიჭვი''' ({{lang-la|Pínus}}) — მარადმწვანე [[წიწვოვანნი|წიწვოვანი]] [[ხე (მცენარე)|ხეების]], იშვიათად გართხმული ბუჩქების [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ფიჭვისებრნი|ფიჭვისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. მათი სიმაღლე 1,5—50 [[მ]], იშვიათად 75 მ (Pinus lambertiana, [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკაში]]) აღწევს. ახალგაზრდა ხის ვარჯი კონუსურია, ხნიერისა — მომრგვალო, ქოლგისმაგვარი. ქერქი [[ღერო]]ზე სქელი და ღრმად დაშაშრული აქვს, ახალგაზრდა ტოტებზე კი თხელ ფირფიტებად იქერცლება. დამოკლებულ [[ყლორტი|ყლორტებზე]] ორ-ორი, სამ-სამი ან ხუთ-ხუთი წიწვია ერთად (გამონაკლისია კალიფორნიული ერთწიწოვანი ფიჭვი Pinus monophylla). წიწვს იცვლის 2—3 წელიწადში ერთხელ. მდედრობითი [[გირჩა]] მწიფდება მეორე ან მესამე წელს, მომწიფებისას არ იშლება, ხევდება და ცვივა.
 
ფიჭვი ივითარებს მძლავრ [[ფესვი|ფესვთა]] სისტემას. იგი გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარული მცენარეა, დაჩრდილვას ვერ იტანს. [[ტყე]]ებს (ფიჭვნარებს) ქმნის, როგორც მდიდარ, ისე მწირ და ქვიან ნიადაგზე, კირქვებსა და ტორფიან ჭაობებზე, ცოცხლობს 300-350 წელს. გვარი აერთიანებს 100-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ფიჭვი ანუ [[სოსნოვსკის ფიჭვი]] (Pinus sosnowskyi), [[ბიჭვინთის ფიჭვი]], [[ელდარის ფიჭვი]] (Pinus eldarica), [[კოხის ფიჭვი]] (Pinus Kochiana). ყველა სახეობა ორწიწვიანია.
 
ფიჭვის წიწვები შეიცავს ეთეროვან ზეთებს, [[C ვიტამინი|C-ვიტამინს]], განსაკუთრებით [[ზამთარი|ზამთარში]], არის მასში [[კაროტინი]] და [[ფიტონციდები]].
 
ფიჭვის პრეპარატებს ფართოდ იყენებენ მედიცინაში. ფიჭვის წიწვებს ხმარობენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას, იყენებენ ვიტამინურ ნედლეულად, ინფექციური [[დაავადება|დაავადებების]] და [[ჭრილობა|ჭრილობების]] მკურნალობისათვის, წიწვების ექსტრაქტს უნიშნავენ გამამაგრებელ აბაზანებში. ფიჭვის ეთერზეთი გამოიყენება რევმატული ტკივილებისას შესაზელად და სასუნთქი გზების დაზიანების დროს ჩასასუნთქად, სკიპიდარს იყენებენ რევმატიზმების დროს და აგრეთვე ანტიპარაზიტულ საშუალებად.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|10|339|ვაჩნაძე გ.}}
 
[[კატეგორია:ფიჭვისებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფიჭვი“-დან