ორკუზიანი აქლემი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ორკუზიანი აქლემი''', ''ბაქტრიანი'' ({{lang-la|Camelus bactrianus}}) — [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვარი]] [[ცხოველები|ცხოველი]] [[აქლემისებრნი|აქლემისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 250–300 [[სმ]], სიმაღლე მინდაოში 180–210 სმ, მასა 690 [[კგ]]-მდე. კისერი გრძელია, ზურგზე ორი ცხიმოვანი კუზი აქვს; ბეწვი მოწითალო-მოყავისფრო-ქვიშისფერია. მოშინაურებულია დაახლოებით 5 ათასი წლის წინ; მეორე სახელი [[ბაქტრია|ბაქტრიის]] მიხედვით მიიღო. რამდენიმე ჯიშს აშენებენ [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ]] და [[შუა აზია|შუა აზიაში]], [[ყაზახეთი|ყაზახეთში]]. ამტანი ცხოველია, კარგად უძლებს სიცხესა და სიცივეს, თუმცა სარწყულებლის ნაკლებობას ვერ ეგუება (ეს გახდა მისი არეალისა და რიცხოვნობის შემცირების მიზეზი ველურ ბუნებაში). ერთ ჯერზე შეუძლია 50 [[ლიტრი]] წყლის დალევა, მათ შორის მარილიანის. ჭამს უდაბნოს პრაქტიკულად ყველანაირ მცენარეულობას, განსაკუთრებით საჭიროებს [[ჰალოფიტები|ჰალოფიტებს]]. მამრების სქესობრივი აღგზნების პერიოდი ზამთარშია, მათ შორის ზოგჯერ სასტიკი ორთაბრძოლები იმართება. ერთ ნაშიერს მარტში იგებს.
 
== ლიტერატურა ==
* {{დრე წიგნი | ავტორი = Щипанов Н. А. | სათაური = БАКТРИАН | ტომი = 2 | გვ = 681 | id = 1846667}}