საქართველოს სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29:
* [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია]], ([[გიორგი ჭანტურია]]), ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (ირაკლი წერეთელი), კონსერვატორული პარტია (თემურ ჟორჟოლიანი), [[მხედრიონი]] ([[ჯაბა იოსელიანი]]). ისინი არჩევნებში გამარჯვების გზით დამოუკიდებლობის მოპოვებას შეუძლებლად თვლიდნენ და მიაჩნდათ, რომ პირველ რიგში აუცილებელი იყო საბჭოთა არმიის გაყვანა საქართველოდან. ამისთვის უნდა არჩეულიყო ალტერნატიული ორგანო, ეროვნული კონგრესი, რომელიც იქნებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი ერთადერთი ორგანო და საბოლოოდ, მას უნდა დაესვა საქართველოს დეოკუპაციისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. მათი ლოზუნგი იყო: „ჯერ - თავისუფლება: შემდეგ - დამოუკიდებლობა“.
 
ზვიად გამსახურდიამ ეროვნულ კონგრესს „ანტიეროვნული მოძრაობა" უწოდა. კონგრესის მომხრეებმა 1990 წლის 23-26 მაისს სპორტის სასახლეში ჩაატარეს „ეროვნული ყრილობა“, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება,გადაწყვიტეს არ მიეღოთ [[საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო|უზენაესი საბჭოს]] არჩევნებში მონაწილეობა. თვითონ ეროვნული კონგრესის არჩევნები 30 სექტემბერს დაინიშნა.<ref name=NatCon1 >{{cite web|url=http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.13&d=HASH2f821ac6422e4c85e3e300|title=საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკელი ჟურნალისტის ედმუნდ სტივენსისადმი}}</ref> ყრილობამ „მრგვალი მაგიდა“ დაადანაშაულა ეროვნული ინტერესების ღალატში და ქართველი ერის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში.
 
[[საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1990)|საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები]] 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. ეს იყო [[საქართველოს სსრ]]-ის ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. მანდატების უმრავლესობა (250-დან 155 მანდატი) მოიპოვა „მრგვალმა მაგიდამ“.