ულრიკა მაინჰოფი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა პოლიტიკოსი}}
'''ულრიკა მარია მაინჰოფი''' ({{lang-de|Ulrike Marie Meinhof}}, დ. [[7 ოქტომბერი]] [[1934]], [[ოლდენბურგი]], [[გერმანია]] — გ. [[8 მაისი|8]] ან [[9 მაისი]], [[1976]], [[შტუტგარტი]], [[გერმანია|გფრ]]) —
[[გფრ|დასავლეთგერმანელი]] ტერორისტი, ჟურნალისტი, პედაგოგი, სოციოლოგი და დოკუმენტალისტი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, [[წითელი არმიის ფრაქცია|წითელი არმიის ფრაქციის]] ერთ-ერთი ლიდერი და თეორეტიკოსი.
 
==ბიოგრაფია==
ულრიკა მაინჰოფი დაიბადა [[1934]] წლის 7 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ [[ოლდენბურგი|ოლდენბურგში]]. მისი დიდი პაპა. ფრიდრიხ მაინჰოფი, ლუთერანული ეკელსიის პასტორი იყო სოფელ ბარცვიცში (ამჟამად [[ბაჟოვიცე]]), [[პომერანია]]ში. პაპაც ასევე იქ მსახურობდა პასტორად, პაპის ძმა [[კარლ მაინჰოფი]] (1857-1944 წწ.) აფრიკაში მისიონერად მუშაობდა და გახდა გერმანული აფრიკანიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიღუპამ თავისი ერთ-ერთი ხანგრძლივი მოგზაურობოს დროს. ოფიციალური ვერსიის მიხედვით მოკლეს, თუმცა არაოფიციალური ვერსიის თანახმად იგი [[კანიბალიზმი]]თ დაკავებულმა ტომებმა შეჭამეს. ულრიკას შობლები იყვნენ ისტორიკოს-ხელოვნებათმცოდნეები. მამამისი, [[ვერნერ მაინჰოფი]] (1901]]-[[1940]] წწ.) [[1930]] წლიდან იყო ფაშისტური ორგანიზაციის „გერმანული კულტურისათვის ბრძოლის კავშირის“ წევრი. [[1933]] წელს იგი გახდა [ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია|ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის]] წევრი. ულრიკა 6 წლის იყო მამა რომ გარდაეცვალა. [[1948]] წელს გარდაიცვალა დედამისიც ინგებორგა და გოგონაზე მეურვეობა იკისრა რენატა რიმეკმა, ცნობილმა ისტორიკოსმა, პედაგოგმა და პაციფისტური პარტიის „მსოფლიო გერმანელთა პარტიის“ დამაარსებელმა.
 
 
==სქოლიო==