გიგო შარაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{DEFAULTSORT:}}
ხაზი 34:
როცა ეპისკოპოსმა [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელ ქიქოძე]]მ მშობლიურ სოფელ [[ბახვი|ბახვში]] სკოლის დაარსება გადაწყვიტა და მასწავლების ძებნას შეუდგა, ტროიემ მას გიგო შარაშიძის კანდიდატურა შესთავაზა. 1874 წელს ბახვში გაიხსნა დაწყებითი სკოლა და 8 ნოემბერს გიგო შარაშიძე გადავიდა ბახვის სკოლის მასწავლებლად. ძიმითისა და ბახვის სკოლები მოწინავენი იყვნენ იმ პერიოდში [[ქუთაისის გუბერნია|ქუთაისის გუბერნიის]] სკოლებს შორის. მათი დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი იყო შარაშიძის პედაგოგიური საქმიანობა. ის ეწინააღმდეგებოდა გავრცელებულ სქოლასტიკურ წესებს, იყენებდა თვალსაჩინოებებს, აწყობდა ექსკურსიებს, ეწინააღმდეგებოდა ფიზიკურ სასჯელებს. გაკვეთილებზე ხშირად მოიხმობდა ხალხურ გადმოცემებს, ზღაპრებს, ანდაზებს. სკოლასთან გააშენა დეკორატიული ბაღი, ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ვენახი, ჩაი და აბრეშუმის და ფუტკრის მეურნეობები და მოსწავლეებს და ასევე სოფლის გლეხობას ასწავლიდა მებოსტნეობას, მებაღეობას, მეფუტკრეობას, მეაბრეშუმეობასა და მევენახეობას.
 
სკოლის წარმატებაში არანაკლები იყო როლი შარაშიძის მეუღლისა, ნინოსი, რომელიც ამავე სკოლაში ასწავლიდა. ნინო გაბრიელ ეპისკოპოსის ძმის, მღვდელ ათანაეათანასე ქიქოძის ქალიშვილი იყო. ის 11 წლიდან ქუთაისში იღებდა განათლებას, სადაც მისი ძმა, ადვოკატი მიხეილ ქიქოძე მფარველობდა. გიგო შარაშიძე ნინო ქიქოძის მეორე ქმარი იყო. პირველად ქიქოძე გერასიმე კალანდარიშვილს 15 წლის ასაკში გაყვა ცოოლად, მაგრამ გერასიმე მალე გარდაიცვალა.
 
გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, შარაშიძე ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობასაც. 1875 წელს გაბრიელ ეპისკოპოსის თაოსნობით ბახვში დაარსდა შემნახველ-გამსესხებელი საზოგადოება, რომელსაც სათავეში გიგო შარაშიძე ჩაუდგა და 20 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ამხანაგობის მიერ გაყვანილ იქნა სარწყავი არხი მდინარე [[ნატანები]]დან, დაარსდა სასოფლო [[ბიბლიოთეკა]] .
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გიგო_შარაშიძე“-დან