ქსნის არმაზის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|არმაზი}}
'''არმაზი''' ქსნისა, წმ. გიორგის ეკლესია, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ისტორიულ ქსნის ხეობაში, [[არმაზი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)|სოფ. არმაზის]] მახლობლად. აგებულია [[864]] წელს. ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ეპოქის (VII ს. - X ს. I ნახევარი) ღირსშესანიშნავი ძეგლი. არმაზი, ისევე როგორც წირქოლის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრებისათვის უჩვეულო კომპოზიციისაა: ძირითადი სივრცე გადახურულია ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯზე დაყრდნობილი გუმბათით. [[გუმბათის ყელი]] არ აქვს და გარედან მოქცეულია ორფერდა სახურავის ქვეშ. ეკლესიის კედლები და კამარები ქვაყორისაა, კონქის თაღი, გუმბათი, ბურჯები და სხვა. დეტალები - შირიმისა. შემორჩენილია IX საუკუნის მოხატულობა, კანკელი და ლაპიდარული წარწერა.
 
[[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
==ლიტერატურა==
Line 16 ⟶ 18:
* შიდა ქართლი: ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა. IV, თბ., 2008, გვ.12.
* „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ნაკვეთი პირველი, საკითხავი ყმაწვილთათვის, ტ 13. „ ციცინათელა“, თბილისი, 2006 წ. გვ. 74- 75
==სქოლიო==
 
{{სქოლიო}}
[[კატეგორია:საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ახალგორის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]