ლუ ჰუვერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 63:
| პრემიერ-მინისტრი5=
}}
'''ლუიზა ჰენრი ჰუვერი''' ({{lang-en|Lou Henry Hoover}}; დ. [[29 მარტი]], [[1874]] — გ. [[7 იანვარი]], [[1944]]; უფრო მეტად ცნობილია, როგორც ''ლუ ჰუვერი'') — [[აშშ-ის პრეზიდენტი]]ს [[ჰენრი ჰუვერი]]ს ცოლი და [[აშშ-ის პირველი ლედი]] მისი პრეზიდენტობის დროს (1929-1933 წწ.).
იგი პირველი პირველი ლედი იყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად აწარმოებდა რადიო გადაცემებს.
==ბიოგრაფია==
ლუიზა ჰენრი დაიბადა [[1874]] წლის 29 მარტს [[აიოვა|აიოვის]] შტატის ქალაქ უოტერლუში. იგი იყო ბანკირ ჩარლზ დელანო ჰენრისა და ფლორენს იდი ვიდის შვილი.
 
ბავშვობაში ლუს მოუწია ცხოვრება [[კალიფრონია|კალიფორნიის]] რამდენიმე ქალაქში უიტირესა და მონტერეიში. მოაზრდობაში იგი საკმაოდ დაუდეგარი იყო. ჩარლზ ჰენრიმ გოგონა თავისთან წაიყვანა მთებში, რაც ყველაზე დაუვიწყარი მომენტი იყო მის ბავშვობაში. ლუ გახდა შესანიშნავი მხედარი. მას ასევე უყვარდა ნადირობა და აგროვებდა მინერალებს.
 
დაწყებითი და საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ლუმ სწავლა დაიწყო სან-ხოსეს პედაგოგიურ კოლეჯში (ამჟამად კოლეჯის კამპუსებში განთავსებულია კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი სან-ხოსეში). [[1894]] წელს ლუიზა შევიდა [[სტენფორდის უნივერსიტეტი]]ს (წამყვანი კერძო უნივერსიტეტი კალიფორნიაში) გეოლოგოიის სკოლაში, სადაც იყო ერთადერთი ქალი კურსზე.
 
გახდა სტუდენტი და ამავე წელს გაიცნო ასევე გეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი [[ჰერბერტ ჰუვერი]], აშშ-ის მომავალი 31-ე პრეზიდენტი რესპუბლიკური პარტიიდან.
 
ლუიზამ და ჰერბერტმა გადაწყვიტეს ქორწილის გადადება სასწავლებლის დამთავრებამდე, რათა ლუიზას სწავლის გაგრძელება შეძლებოდა, ხოლო ჰერბერტ ჰუვერს საინჟინრო კარიერა გაიევლო [[ავსტრალია]]ში, სადაც სამუშაოდ წავიდა ოქროს მაღაროებში. ჰერბერტ ჰუვერი იყო [[პროტესტანტიზმი|პროტესტანტი]] [[კვაკერი]], მის ჰენრიმაც, რომელიც ეპოისკოპალური ეკლესიის მიმდევარი იყო, გადაწყვიტა კვაკერი გამხდარიყო.
 
[[1898]] წელს ლუიზამ უნივერსიტეტი დაასრულა, ხოლო ჰუვერმა ავსტრალიიდან ტელეგრამის საშუალებით სთხოვა ხელი. ლუიზა ჰენრი და ჰერბერტ ჰუვერი დაოჯახდნენ [[1899]] წლის 10 თებერვალს ლუიზას მშობლების სახლში მონტერეიში, [[კალიფორნია]]. ქორწინების შემდეგ იმოგზაურეს ჩინეთში, მათ შორის [[შანხაი]]შიც.
 
ჰერბერტსა და ლუიზას შეეძIნათ ორი ბიჭი: ჰერბერტ კლარკ ჰუვერ-უმცროსი (1903-1969 წწ.), ინჟინერი და დიპლომატი, რომელმაც დაამთავრა სტენფორდის უნივერსიტეტი და გახდა ავიამშენებლობის ინჟინერი. მას [[1954]]-[[1957]] წლებში ეკავა სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. მეორე შვილი იყო ალან ჰენრი ჰუვერი (1907-1993 წწ.), სამთო ინჟინერი. დაიბადა ლონდონში და [[1929]] წელს დაასრულა სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სამთო ინჟინრად კალიფორნიაში.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ლუ ეხმარებოდა მეუღლეს ბელგიელი ლტოლვილების საქმეების მოგვარებაში, რის გამოც [[1919]] წელს იგი დააჯილდოვა ბელგიის მეფე [[ალბერტ I (ბელგია)|ალბერტ I-მა]]. ხელი შეუწყო დაწყებითი სკოლის გახსნას უიტერეში, რომელსაც [[2005]] წელს მიენიჭა ლუ ჰუვერის სახელი. ლუ ასევე აფინანსებდა სკაუტებიოს სახლის მშენებლობას კალიფორნიის ქალაქ პალო-ალტოში. ამჟამად სკაუტების აღნიშნული სახლიც ლუ ჰენრის სახელს ატარებს.
 
პირველი ლედის ხარისხში, მან გააუქმა ტრადიციული საახალწლო წვეულებები, რომელიც ტარდებოდა [[1801]] წლიდან [[ჯონ ადამსი]]ს მითიტებით.
 
ლუ ჰენრი გარდაიცვალა მიოკარდის ინფარქტით [[1944]] წლის 7 იანვარს ნიუ-იორკში, 69 წლის ასაკში. თავდაპირველად იგი დაკრძალეს კალიფორნიის ქალაქ [[პალო-ალტო]]ში, შემდეგ კი მისი ცხედარი გადაასვენეს და დაკრძალეს უესტ-ბრანჩში, [[აიოვა]], [[1964]] წელს გარდაცვლილი მეუღლის გვერდით.
კარგად ფლობდა ლათინურ ენას, ჩინურ მანდარინს, ესპანურს, გერმანულს, იტალიურსა და ფრანგულ ენებს.
==ლიტერატურა==
* Allen, Anne Beiser and Jon L. Wakelyn (2000). ''An independent woman: the life of Lou Henry Hoover''. Greenwood Press
* Gummere, Amelia Mott (1922). ''The journal and essays of John Woolman''. New York: The Macmillan Company
* Hart, Craig (2004). ''A genealogy of the wives of the American presidents and their first two generations of descent.'' North Carolina, Jefferson: McFarland & Co., Inc. pp. 129—133.
* Hynes, Judy (1997). ''The Descendants of John and Elizabeth (Borton) Woolman''. Mount Holly, New Jersey: John Woolman Memorial Association
* [http://www.farlang.com/gemstones/agricola-metallica/page_001 Agricola’s De Re Metallica] translated by H. Hoover and L.H. Hoover, full text (650 pages) and illustrations
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [https://web.archive.org/web/20031209093334/http://hoover.archives.gov/index.html The Herbert Hoover Presidential Library-Museum]
* [https://web.archive.org/web/20081011120214/http://www.ecommcode.com/hoover/hooveronline/LHH_WEBSITE/WebPages/Girlhood%201874-1893/Girlhood%201874-1893.htm Illustrated biographical sketch of Louise Henry Hoover]
* [http://www.firstladies.org/biographies/firstladies.aspx?biography=32 First Lady Biography: Lou Hoover]
* [http://www.questia.com/PM.qst?a=o&d=27268120 Anne Beiser Allen and Jon L. Wakelyn; ''An Independent Woman: The Life of Lou Henry Hoover'' Greenwood Press, 2000]
* [http://www.pa-roots.org/data/read.php?3243,661324 Biography of William Henry, great-grandfather of Lou Henry Hoover]
* [http://www.pa-roots.org/data/read.php?3243,661186 Biography of Abigail Hunt, great-grandmother of Lou Henry Hoover]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუ_ჰუვერი“-დან