ანა ლისტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 7:
[[1819]] წლიდან ანა ლისტერი ხშირად მოგზაურობდა [[დიდი ბრიტანეთი]]ს სხვადასხვა მხარეში და კონტინენტური [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში. დალაშქრული ჰქონდა [[პირენეები]]ს მთების მწვერვალები: [[მონტე-პერდიდო]] ([[1830]]) და [[ვინმალი]] ([[1834]]).<ref>{{cite journal|last=Ingham|first=Vivien|date=1968|title=Anne Lister's Ascent of Vignemale|url=http://alpinejournal.org.uk/Contents/Contents_1968_files/AJ%201968%20199-204%20Ingham%20Anne%20Lister.pdf|journal=Alpine Journal|volume=73|issue=316–317|page=199|accessdate=22 January 2011}}</ref> [[1839]] წელს ენ უოლკერთან ერთად დაიწყო ლისტერის ყველაზე ხანგრძლივი და მისი უკანასკნელი მოგზაურობა. საკუთარი კარეტით მათ განვლეს [[საფრანგეთი]], [[დანია]], [[შვედეთი]] და ჩავიდნენ [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]]. [[მოსკოვი]]დან წყვილი სამხრეთი გაემართა, გადალახეს გაყინული მდინარე [[ვოლგა]] და [[კავკასიონი]]. კავკასიის მთიანეთში მიმდინარე [[კავკასიის ომი|ბრძოლების]] გამო ხშირად მათ სამხედრო ესკორტის თანხლებით უხდებოდათ გადაადგილება. ადგილობრივი მთიელები ორ მოგზაურ ქალბატონს, ლისტერისვე თქმით, ისე აკვირდებოდნენ, როგორც „უცხო ცხოველებს“.<ref>Steidele, Angela, ''Gentleman Jack. A Biography of Anne Lister: Regency Landowner, Seducer and Secret Diarist.'' (Serpent's Tail, London 2018). First published as ''Anne Lister. Eine erotische Biographie''. (Matthes & Seitz Berlin, 2017), გვ. 273.</ref>
 
საქართველოში ლისტერი და მისი თანამგზავრები [[დარიალის ხეობა|დარიალის ხეობით]] შემოვიდნენ და [[საქართველოს სამხედრო გზა|სამხედრო გზით]] [[1840]] წლის 12 აპრილს [[თბილისი|თბილისში]] ჩამოვიდნენ. [[საქართველოს მთავარმართებლების სია|კავკასიის მთავარმართებლის]], [[ევგენი გოლოვინი]]ს ცოლმა სტუმრები თბილისის არისტოკრატიას წარუდგინა. ლისტერმა გაიცნო [[ალექსანდრე ჭავჭავაძე]] და მისი ქალიშვილები — [[ეკატერინე ჭავჭავაძე|ეკატერინე]] და [[ნინო ჭავჭავაძე|ნინო]], სომეხი მწერალი [[ხაჩატურ აბოვიანი]], ინტელიგენციის და სამხედროების სხვა წარმომადგენლები. ჭავჭავაძეების ოჯახს მოგზაურზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ლისტერმა მრავალი სალოცავი და ხუროთმოძღვრული ძეგლი დაათვალიერა, მათ შორის, [[ანანური]], [[სვეტიცხოველი]] და [[გელათის მონასტერი]]. მონახულებული ადგილების აღწერილობას ხშირად ურთავდა კალმით შესრულებულ ჩანახატებს.<ref name="kartvelologi">[http://kartvelologi.tsu.ge/public/ge/arqive/11/3 დავიწყებული მოგზაური: კარლა სერენა (1829-1884)] / [[პიტერ სკინერი]] // ქართველოლოგი = Kartvelologi. - 2015. N8 (23).</ref><ref name="ლანგი">{{cite journal |last1=Lang |first1=David M. |title=Georgia in 1840: The Lister Diaries |journal=Bulletin of the School of Oriental and African Studies |date=1990 |volume=53 |issue=1 |pages=115–120 |doi=10.1017/s0041977x00021303}}</ref>
 
1840 წლის ივნისში ანა [[ქუთაისი|ქუთაისს]] ეწვია, სადაც შოტლანდიელი მებაღე [[იაკობ მარი]] გაიცნო, შემდეგ კი [[ზუგდიდი|ზუგდიდში]] იმოგზაურა. [[სამეგრელოს სამთავრო|სამეგრელოს]] მთავარმა [[დავით დადიანი|დავით დადიანმა]] მისი თავისუფალი მიმოსვლა სპეციალური საშვით უზრუნველყო.<ref name="ლანგი"/> სამეგრელოში ლისტერს ტკიპამ უკბინა, ცხელება განუვითარდა და 23 სექტემბერს ქუთაისში დაბრუნებული გარდაიცვალა.<ref name="kartvelologi"/><ref name="ლანგი"/> ლისტერი უოლკერმა სამშობლოში გადაასვენა. ის ჰალიფაქსის ეკლესიაში დაკრძალეს (დაკარგულად მიჩნეული საფლავი [[2010]] წელს აღმოაჩინეს). ლისტერმა მამული თავის ბიძაშვილებს უანდერძა, ენ უოლკერს კი — პენსია სიცოცხლის ბოლომდე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ლისტერი“-დან