ანა ლისტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''ანა ლისტერი''' ({{lang-en|Anne Lister}}; დ. [[3 აპრილი]], [[1791]], ჰალიფაქსი, [[ინგლისი]], — გ. [[22 სექტემბერი]], [[1840]], [[ქუთაისი]]) — [[ინგლისელები|ინგლისელი]] მემამულე და მოგზაური. ცნობილია ვრცელი დღიურებით, რომელშიც დაწვრილებითაა გადმოცემული მისი ყოველდღიური ცხოვრება. დღიურების კოდირებულ ნაწილში ასახულია ლისტერის ცხოვრების ინტიმური ეპიზოდები და სასიყვარულო ურთიერთობები ქალებთან. ღიად გაცხადებული სქესობრივი ორიენტაციის გამო ხშირად „პირველ თანამედროვე [[ლესბოსელი|ლესბოსელს]]“ უწოდებენ. გარდაიცვალა [[საქართველო]]ში მოგზაურობის დროს.
== ადრეული წლები ==
ანა ლისტერი 1791 წელს [[იორკშირი|იორკშირის საგრაფოში]], ბრიტანეთის არმიის ვეტერანი ოფიცრის ოჯახში დაიბადა. განათლება ძირითადად შინ მიიღო. დაინტერესებული იყო კლასიკური ლიტერატურით. [[1836]] წელს დეიდას გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო შიბდენ-ჰოლის სახლი და მამული, რომელიც მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ლისტერი ფლობდა წილებს იორკშირის საირიგაციო და სარკინიგზო სისტემებში და ადგილობრივ საბადოებში. გამოირჩეოდა უპირატესად შავი ფერის სამოსით და იმდროინდელი ქალისთვის უჩვეულო მანერებით, არ მალავდა მის სასიყვარულო ურთიერთობებს ქალებთან. იორკშირელებს შორის ზოგჯერ „ჯენტლმენ ჯეკის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ. [[1820]]-იანი წლების ბოლოს დაუახლოვდა მდიდარი იორკშირელი მემამულის მემკვიდრეს, ენ უოლკერს. [[1834]] წლის 30 მარტს მათ [[იორკი|იორკში]], გუდრამგეიტის წმინდა სამების ეკლესიაში იქორწინეს და მას შემდეგ შეუღლებულებად თვლიდნენ თავს, თუმცა მათი კავშირი სამართლებრივად არ იყო აღიარებული. ლისტერი და უოკერი ძირითადად ცხოვრობდნენ შიბდენ-ჰოლში, რომელიც მათ მნიშვნელოვნად განაახლეს და მიუშენეს გოთიკური კოშკი, სადაც ლისტერმა ვრცელი კერძო ბიბლიოთეკა მოაწყო. ლისტერი იყო მტკიცე [[ანგლიკანიზმი|ანგლიკანური]] აღმსარებლობის,<ref>{{cite journal|last=Clark|first=Anna|title=Anne Lister's Construction of Lesbian Identity|journal=Journal of the History of Sexuality |date=July 1996 |volume=7|issue=1|page=35}}</ref> პოლიტიკური მსოფლმხედველობით კი ახლოს იდგა [[ტორიზმი|ტორიზმთან]].<ref>{{Cite book|title=Gentleman Jack: A Biography of Anne Lister.|last=Steidele|first=Angela|year=2018|pages=207}}</ref>
 
== მოგზაურობა ==
[[1819]] წლიდან ანა ლისტერი ხშირად მოგზაურობდა [[დიდი ბრიტანეთი]]ს სხვადასხვა მხარეში და კონტინენტური [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში. დალაშქრული ჰქონდა [[პირენეები]]ს მთების მწვერვალები: [[მონტე-პერდიდო]] ([[1830]]) და [[ვინმალი]] ([[1834]]). [[1839]] წელს ენ უოლკერთან ერთად დაიწყო ლისტერის ყველაზე ხანგრძლივი და მისი უკანასკნელი მოგზაურობა. საკუთარი კარეტით მათ განვლეს [[საფრანგეთი]], [[დანია]], [[შვედეთი]] და ჩავიდნენ [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]]. [[მოსკოვი]]დან წყვილი სამხრეთი გაემართა, გადალახეს გაყინული მდინარე [[ვოლგა]] და [[კავკასიონი]]. კავკასიის მთიანეთში მიმდინარე [[კავკასიის ომი|ბრძოლების]] გამო ხშირად მათ სამხედრო ესკორტის თანხლებით უხდებოდათ გადაადგილება. ადგილობრივი მთიელები ორ მოგზაურ ქალბატონს, ლისტერისვე თქმით, ისე აკვირდებოდნენ, როგორც „უცხო ცხოველებს“.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ლისტერი“-დან