პოლ პოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:PolPotPol_pot.jpg|მარჯვნივ|მინი|პოლ პოტი, 1978]]
'''პოლ პოტი''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''სალოტ სარი''') (დ. [[19 მაისი]], [[1928]] — გ. [[15 აპრილი]], [[1998]]) — [[კამბოჯა|კამბოჯის]] [[პრემიერ-მინისტრი]], [[წითელი კჰმერები]]ს ლიდერი. დაიბადა ფრანგული კოლონიური რეჟიმის დროს. ადგილობრივი ფრანგული სკოლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]], [[სორბონა|სორბონის]] უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მემარცხენე-რადიკალური იდეების მომხრე გახდა. კამბოჯაში დაბრუნების შემდეგ დააარსა მოძრაობა სახელწოდებით [[წითელი კჰმერები]], რომელმაც [[1967]] წელს დაიწყო ანტისამთავრობო [[პარტიზანული ომი]]. [[1975]] წელს პოლ პოტის არმიამ აიღო დედაქალაქი [[პნომპენი]]. ქვეყანას ოფიციალურად ეწოდა ''დემოკრატიული კამპუჩია''. კამპუჩიაში დამყარდა სასტიკი ტერორის რეჟიმი, რომელიც მიმართული იყო ინტელიგენციისა და მდიდარი მოქალაქეების მიმართ. ოთხწლიანი მმართველობის პერიოდში, პოლ პოტი ცდილობდა ქვეყანაში უტოპიური [[კომუნიზმი]]ს განხორციელებას, რასაც, არაოფიციალური სტატისტიკით, რამდენიმე მილიონი ადამინის სიცოცხლე შეეწირა. [[1979]] პოლ პოტის რეჟიმი დაემხო ქვეყანაში შეჭრილი [[ვიეტნამი]]ს ჯარის მიერ.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პოლ_პოტი“-დან