როდოპოლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4:
ახლანდელი [[ვარციხე|ვარციხის]] ადგილზე ადრინდელ შუა საუკუნეებში მდებარეობდა [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში ''[[როდოპოლისი]]'', ქართულ წყაროებში ''ვარციხე'', ''ვარდციხე''). ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ვარციხეს დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა
 
პირველად მოიხსენიება VI საუკუნის ბიზანტიურ წყაროებში. [[პროკოპი კესარიელი]] მას [[ეგრისის სამეფო]]ს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქად მიიჩნევდა.<ref>Procope,[https://archive.org/details/procopius01dindgoog/page/n524/mode/2up Deპროკოპი Belloკესარიელი, Gothico გვ.„ომების 527ისტორია“]</ref> [[ეგრისის დიდი ომი]]ს დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. 549 წელს სპარსელების თავდასხმის წინ ქალაქის კედელი მოარღვიეს, რათა მტერს შემდგომში ახალ დაპყრობათა პლაცდარმად არ ექცია, ხოლო ომის შემდეგ კვლავ აღადგინეს. IX-XI საუკუნეებში ქალაქმა აღმავლობა განიცადა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ვარციხე [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო.
 
[[იმერეთის სამეფოს რუკა (1737)|იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკის]] მიხედვით ვარდციხეში აღმშენებლობითი სამუშაოები ჩაატარა იმერეთის მეფე [[ალექსანდრე V]]-მ. მანვე ააშენებინა მცირე ზომის, გალავანშემოვლებული, გეგმით ოთხკუთხა ეკლესია. [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს მიხედვით: „ერისთავებმა მოსწვეს სასახლე ალექსანდრესი ვარციხეს“. [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] დროს, 1769 წელს [[გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენი|გენერალმა ტოტლებენმა]] მისი გალავანი რამდენიმე ადგილზე გამოანგრევინა, რათა იქ ოსმალებისთვის იქ გამაგრების საშუალება არ მიეცა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როდოპოლისი“-დან