ამალია ლოიხტენბერგელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
== ქორწინება ==
[[ფაილი:AnônimoRetrato -da D. Amélia, duquesa de BragançaBeauharnais - Google Art Project.JPGjpg|მარცხნივ|მინი|322x322პქ|პრინცესა ამალია]]
1826 წლის დეკემბერში გარდაიცვალა ბრაზილიის იმპერატორ [[პედრუ I]]-ის მეუღლე, იმპერატრიცა [[მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი]]. მისი დაკრძალვის შემდეგ, იმპერატორმა მარკიზი დე ბარბასენა ევროპაში გააგზავნა, რათა მისთვის მეორე ცოლი ეპოვნა. მისი დავალება მარტივი არ იყო, რადგან ამოცანის შესრულებას რამდენიმე ფაქტორი ართულებდა. პედრუ იყო უმაღლესი წარმომავლობის მქონე, სათნო, სიმპათიური და დახვეწილი მამაკაცი, მაგრამ ევროპაში მასზე საშინელი ჭორები დადიოდა. ამ ჭორების საფუძველს ქმნიდა მისი გახმაურებული რომანი მარკიზა დე სანტოსთან, რომელსაც ხალხი უკვე დაქვრივებული იმპერატორის ახალ მეუღლეს უწოდებდა. მეორე დაბრკოლება ის იყო, რომ პედრუს სიმამრმა, ავსტრიის იმპერატორმა [[ფრანც II |ფრანც II]]-მ გააპროტესტა მისი მეორე ქორწინების იდეა და ყველანაირად ცდილობდა არ დაეშვა ეს ფაქტი. ფრანცი შიშობდა, რომ მეორე ცოლთან გაჩენილი ბავშვები მისი შვილიშვილების კონკურენტები გახდებოდნენ, რაც ნამდვილად არ სურდა.
[[ფაილი:DpedroI-brasil-full.jpg|მინი|326x326პქ|იმპერატორი პედრუ I]]
ხაზი 36:
საქორწინო კონტრაქტს ხელი 1829 წლის 29 მაისს მოეწერა ინგლისში, მისი რატიფიცირება კი 30 ივნისს მოხდა მიუნხენში ამალიას დედის მიერ. ამრიგად, პედრუ I-სა და ამალია ლოიხტენბერგელის ნიშნობა ოფიციალურად გამოცხადდა. ამავე წლის 30 ივლისს გამოიცა მათი საქორწინო ხელშეკრულება. ნიშნობის გამოცხადებისთანავე, პედრუმ შეასრულა პირობა და სამუდამოდ გაწყვიტა კავშირი თავის საყვარელ მარკიზასთან. 1829 წლის 2 აგვისტოს შედგა მათი მარიონეტული ქორწინება მიუნხენის სასახლის სამლოცველოში, სადაც პედრო მარკიზმა დე ბარბასენამ წარმოადგინა. ამ დროს ამალია 17 წლის იყო, პედრუ კი 30-ის.
 
ამალიას დედამ თავიდანვე განჭვრიტა ამ ქორწინების სირთულეები. ბრაზილიაში წასვლამდე ავგუსტა ბავარიელმა იგი მკაცრად დამოძღვრა და უამრავი რჩევა-დარიგება მისცა. მან ურჩია, რომ სახალხოდ არ გამოემჟღავნებინა თავისი გრძნობები, უნდა ყოფილიყო მოსიყვარულე ცოლი და დედინაცვალი. უპირველეს ყოვლისა, იგი როგორც იმპერატრიცა, თავისი ხალხის ერთგული უნდა ყოფილიყო და დაეცვა ბრაზილიელების ინტერესები. სულ მალე ამალიასთან ჩავიდნენ ბრაზილიელი სეფექალები, რომლებმაც მას ბრაზილიის საიმპერატორო კარზე ქცევის წესები და პორტუგალიური ენა ასწავლეს.
 
== ბრაზილიაში ჩასვლა და იმპერატრიცა ==